პრემიერმინისტრი, კონგრესმენ მარკვეინ მალენს პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა.
გახარიას თქმით, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორის პარტნიორები აღიარებენ.
"საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდშიც, დემოკრატიის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. მალინმა მას "პუტინის მოკავშირე" უწოდა. კონგრესმენმა წერილში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, რუსეთში დაგროვებულ ქონებაზე და "პუტინთან მოკავშირეობაზე".
მასალის გამოყენების პირობები






