კონგრესმენის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია - ნათია თურნავა მარკუეინ მალინის განცხადებაზე
პოლიტიკა - 14:50, 02 Jul, 2020     722

ეკონომიკიის მინისტრი ნათია თურნავა გამოცემაში „The Hill" დაბეჭდილ აშშ - ის კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას ეხმაურება.

მინისტრმა კონგრესმენის განცხადებას კონტექსტიდან ამოვარდნილი უწოდა.

„როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენ, ჩვენს გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონგრესმენის ეს კონკრეტული განცხადება, არის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი და დისონანსში ზემოთნახსენებ შეფასებებთან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ჩვენ დადებითი შეფასება მივიღეთ ძალიან ბევრი ოფიციალური სტრუქტურიდან, მათ შორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისგან - მოგვილოცა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ასევე აშშ -ს ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დეგნანმა და ეს ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ობიექტური აღიარებაა იმ წარმატებისა და სწორად შესრულებული პირობისა, რაც ფასილიტატორი ელჩების თანადგომით იქნა მიღწეული," - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კონკრეტულად კონგრესმენ მალინის განცხადებას, ნათია თურნავას შეფასებით, ის ალბათ არის გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნეს სიმპათიებითა და ინტერესებით ნაკარნახევი. მისი თქმით, „ჩამონათვალშია ისეთი კომპანიები, როგორცაა „ფრონტერა" და სხვა რამდენიმე სხვა არცთუ ისე ადეკვატური ქეისი".

„ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამერიკული ინვესტიციების, ამერიკული კომპანიების, ისევე როგროც სხვა უცხოური ბიზნეს სტრუქტურების და ინვესტორების მთავარი ლობისტი ვართ, რასაც ის პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რაც გვაქვს აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში. ასევე ამას ადასტურებს ის პროგრამა, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ დეგნანთან შეხვედრაზე - აშშ - ის მთავრობა გვეხმარება, რომ ჩვენი წიაღისეულის დეტალური შესწავლა მოხდეს ერთობლივად და ამ პროცესშია ჩართული ამერიკის გეოლოგიური კვლევის ორგანიზაცია, ამ ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა, ასევე მაგალითად მოიყვანა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიის „OMV Petrom" - ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების მოპოვების ტენდერში გამარჯვება. მისი თქმით, „OMV Petrom" - ი იმ დარგში დაიწყებს საქმიანობას, სადაც „ფრონტერაა" წარმოდგენილი.

„კვლავაც მინდა ვისარგებლო და კომპანია „ფრონტერას" მოვუწოდო დიალოგისკენ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ თუკი იქნება მზადყოფნა მათი მხრიდან, ძალიან დადებითად გადავწყვეტთ ყველა არსებულ პრობლემურ საკითხს, ასევე სხვა კომპანიებსაც შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ქეისი და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ. ჩვენი კარი მათთვის ღიაა," - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42