ბიძინა ივანიშვილმა საქართველო პრორუსული ორბიტის ტყვეობაში ჩააგდო - გრიგოლ გეგელია
პოლიტიკა - 13:46, 02 Jul, 2020     436

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გრიგოლ გეგელია ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალენის განცხადებას ეხმაურება. კონგრესმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესების გამტარებელი. ის მტკიცედ მუშაობს ამერიკული ლეგალური ბიზნესების საქართველოდან განსადევნად.

„ლელოს“ ლიდერი მალენის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას არა ქვეყნის, არამედ პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების ყურადღება კვლავ საქართველოს ეთმობა. ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ საქართველოზე და ივანიშვილის რეჟიმზე განცხადება არ მოვისმინოთ.

მალენისგან ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მონა და მან სახელმწიფო წაიყვანა არასწორი მიმართულებით, სრული იზოლაციისა და გათიშვისაკენ.

სახელმწიფო დღეს იმყოფება არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ პრორუსული ორბიტის ტყვეობაშიც, რომელსაც პუტინის ამფსონი ივანიშვილი მართავს თავისი და არა სახელმწიფო ინტერესებისთვის.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩააგდო სამარცხვინო მდგომარეობაში, როგორც შინ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. პირველად ისტორიაში ქვეყნის მმართველი ჯგუფი პირდაპირ მოიხსენიება, როგორც პუტინის მოკავშირე და ამფსონი, რაც განუზომელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და განვითარების პერსპექტივას,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42