გარკვეული ქმედებები შერჩევით ხასიათს ატარებდა, ხოლო ზოგიერთი შეზღუდვა დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო - TI პანდემიის დროს ხელისუფლების ქმედებებს აფასებს
პოლიტიკა - 12:55, 02 Jul, 2020     339
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ახალი ანგარიში გამოაქვეყნა პანდემიასთან გამკვლავების პროცესში ხელისუფლების მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აფასებს.
ანგარიში ასევე მიმოიხილავს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს და საერთაშორისო სტანდარტებს, რის ფარგლებშიც ხელისუფლების სამივე შტო მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა.

"პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, მნიშვნელოვნად შეიზღუდა საკანონმდებლო ორგანოს როლი და გაიზარდა მთავრობის უფლებამოსილება. მთავრობისადმი მინიჭებული უფლებამოსილებით:

● დადგინდა იზოლაციისა და კარანტინის წესები;

● შეზღუდვების დაწესების გამო გაიზარდა შსს-ს უფლებამოსილება;

● შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები;

● დადგინდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის განსხვავებული წესი;

● საგანმანათლებლო და სამუშაო პროცესი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე;

● გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიზღუდა ავტომობილებით გადაადგილება;

● მსუბუქ ავტომობილში აიკრძალა 3 პირზე მეტის მგზავრობა, ამასთან აიკრძალა მძღოლის გვერდზე ჯდომა;

● 21:00 - 06:00 საათამდე დაწესდა კომენდანტის საათი;

● 70 წელს ზემოთ ასაკის პირებს აეკრძალათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება;

●დახურულ სივრცეებში დადგინდა პირბადეების ტარების ვალდებულება;

● საჯარო სივრცეში თავდაპირველად აიკრძალა10, ხოლო შემდგომში 3 ადამიანზე მეტის შეკრება;

●გარკვეული პერიოდით, გამონაკლისების გარდა, შეჩერდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა.

დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ:

● ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ზომები დროულად მიიღო და შეზღუდვები ეტაპობრივად გაამკაცრა. არსებული სიტუაციის შესაბამისად შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა;

● განსაკუთრებულად მკაცრი ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტული ტერიტორიის მიხედვით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღებოდა;

● ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შეზღუდვების გამკაცრების ან შერბილების შესახებ ჟურნალისტებისა და საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ხდებოდა;

● ხელისუფლება აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა შესაბამის პროფესიონალებთან;

● ქვეყანაში შიდა გავრცელებას არ ჰქონია მასშტაბური ხასიათი.

უარყოფითად უნდა შეფასდეს ის, რომ:

● საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა;

● აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ფართო დისკრეციის მინიჭებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები გაიზარდა;

● ხელისუფლების გარკვეული ქმედებები შერჩევით ხასიათს ატარებდა, ხოლო ზოგიერთი შეზღუდვა დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო;

● საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის მკაცრად განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა და ადეკვატური სანქციის შეფარდებას შეუძლებელს ხდიდა;

● არ არსებობდა პირის საკარანტინო სივრცეში მოთავსების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები;

● ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან და უცხოელებთან კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა;

● საგანგებო მდგომარეობის მიწურულს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს." - ნათქვამია განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42