მაკა ასათიანის საგანგებო განცხადება
სამართალი - 12:42, 02 Jul, 2020     999

"საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის" წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს.


“საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის” წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამინის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა. წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო - ჩვენი ოჯახი “დაისაჯა” ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის. ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, “ოსტატურად” შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო საშუალებები. ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, “დაიმლერ ბენცის” (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და ტერორს. ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური." - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42