ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიებიც, "ოცნების" მიერაა ოკუპირებული - ანზორ ბიწაძე ვარაუდბოს რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება
პოლიტიკა - 12:25, 02 Jul, 2020     532
ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიებიც, პარტია "ქართული ოცნების’’ მიერაა ოკუპირებული - ასე აფასებს "ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტზე, რომ "ქართულმა ოცნებამ", უარი განაცხადა ბიულეტენების გადათვლის შეცვლის წესზე.

ბიწაძე ამბობს, რომ საარჩევნო ცვილებებში არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც ეუთოსა და ოდირის მიერ იყო შემოთავაზებული.
"ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის, ასეთი ფორსირებული რეჟიმით მიღება ცხადყოფს, რომ არსებულ კოდექსს ხელისუფლება განიხილავს მის უკანასკნელ შანსად მოახდინოს არჩევნების მანიპულირება.

ბიჭაძე დარწმუნებულია, რომ არც ოპოზიციური ძალები, არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც საზოგადოება, ამის განხორციელების საშუალებას ქართულ ოცნებას არ მისცემს.

"ის, რაც საზოგოდადოებამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ და უპრეცენტო ოპოზიციურმა ერთობამ, ერთად დავათმობინეთ "ქართულ ოცნებას", ეხლა სურთ, რომ საარჩევნო კოდექსით ნაწილობრივ მაინც აინაზღაურონ. "ოცნება", ამოეფარა კოდექსში შესატან ცვლილელებს გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხზე და ცდილობს სასწრაფო წესით მიიღოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. ამ ცვილებებში არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც ეუთოსა და ოდირის მიერ იყო შემოთავაზებული" - ამბობს ანზორ ბიწაძე.

მისი თქმით, ძალიან ადვილი მისახვედრია თუ რატომაც უფრთხის , მმართველი გუნდი უბნების გადათვლის სამართლიანი მექანიზმის ამოქმედებას. იგი დასძენს, რომ "ოცნება" აპირებს არჩევნების გაყალბებას და თუ ეს ასე არ არის, მათ არ უნდა ეშინოდეთ უბნების გადათვლის შესაძლებლობის.

"განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ "ქართულმა ოცნებამ", უარი განაცხადა ბიულეტენების გადათვლის შეცვლის წესზე. ოპოზიციის მხრიდან რეკომენდირებული იყო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა შესაძლებლობას, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას მოეთხოვა ნებისმიერი სამი უბნის გადათვლა.ბავშვიც კი მიხვდება იმას,თუ რატომ უფრთხის ასე ქართული ოცნება უბნების გადათვლის სამართლიანი მექანიზმის ამოქმედებას. თუ ისინი, არ აპირებენ არჩევნების გაყალბებას, მაშინ რატომ ეშინიათ უბნების გადათვლის შესაძლებლობის? შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ 700 უბნის გადათვლა კვალიფიციური საჩივრების საფუძველზე. გაყალბებული არჩევნების გამოაშკარავების შიშით, 700იდან ერთ უბანზეც კი ვერ მოვიპოვეთ ხელისუფლების თანხმობა გადათვლაზე. აღნიშნული ცვლილებებით, არ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.

დღევანდელი მდგომარეობით - ცენტრალური საარჩევნო კომისია,საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიებიც, პარტია ‘’ქართული ოცნების’’ მიერ არის ოკუპირებული. სწორედ ეს გახლავთ მათი უმთავრესი იმედი 31 ოქტომბრის არჩევნებზე. საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლის რეკომენდაცია, არაერთხელ იქნა გაცემული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წელს, ქართულმა ოცნებამ კვლავ ვერ შეასრულა მისი ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება: სამართლიანი საარჩევნო კოდექსის მიღება. 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნების წინ ხდება საარჩევნო კოდექსში გარდამავალი დებულებების შეტანა." ქართული ოცნება" ისე ტოვებს ხელისუფლებას 2020 წელს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული და სამართლიანი საარჩევნო კოდექსი მაინც არ იქნა მიღებული.
აქვე საზოგადოებას მინდა შევახსენო ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი და შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირება: სამართლიანი და რეალური ამომრჩეველთა სიების შექმნა და მათი ბიომეტრიულ სისტემაზე გადაყვანა.შეგახსენებთ,ბიძინა ივანიშვილი ირწმუნებოდა რომ თუ საჭირო გახდებოდა, ის ამას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა.
საარჩევნო კოდექსის, ასეთი ფორსირებული რეჟიმით მიღება ცხადყოფს, რომ არსებულ კოდექსს ხელისუფლება განიხილავს მის უკანასკნელ შანსად მოახდინოს არჩევნების მანიპულირება. დარწმუნებულნი ვართ, არც ოპოზიციური ძალები, არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც საზოგადოება, ამის განხორციელების საშუალებას ქართულ ოცნებას არ მისცემს. ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის ცვლილებები, რომლებიც ქართულ ოცნებას პარლამენტის რეგლამენტში შეაქვს.ეს ცვლილებები, პარლამენტის მაქსიმალურად დაკნინებისთვის არის გამიზნული. საპარლამენტო რესპუბლიკაში, ქართულმა ოცნებამ მოინდომა, რაც შეიძლება უუნარო პარლამენტი მივიღოთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს მავნებელი ხელისუფლება, გრძელვადიანი სტრატეგიული საფრთხის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ეს უკვე გაცილებით მარტივი პრობლემა გახლავთ, რადგან შემდეგ პარლამენტში, სადაც ეს რეგლამენტი ამოქმედდება, ქართული ოცნება უკვე ოპოზიციაში იქნება და რეგლამენტის სრულყოფაც გაცილებით მარტივი გახდება" - აცხადებს ანზორ ბიწაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42