„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჩვენს პარტნიორებში საბოლოო კონსესუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენების გამტარებელია.
ამ განცხადებით დეკანოიძე ნიუპოსტთან საუბრისას გავლენიან ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
„ამ წერილში ნათლადაა წარმოჩენილი, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ წერილში რამდენიმე ფაქტორია ხაზგასასმელი:
1. ბიძინა ივანიშვილი ატარებს რუსეთის ინტერესებს და შესაბამისად იგი დევნის დასავლულ ბიზნესს. ეკონომიკის განვითარების რეალურ პლათფორმას დევნის და ავიწროვებს ამერიკულ ბიზნესსინტერესებს.
2. 8 მარტის შეთანხმება. რომლის ფარგებლშიც საუბარია, რომ ის ბოლომდე არ შესრულებულა, რადგან პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება.
3. ყურადღება გამახვილებულია სანქციების პაკეტზე და აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების ნება და თავისუფლებისთვის ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან არ იქნება ასახული, მაშინ სანქციების პაკეტი ამოქმედდება არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილისითვის, რომელსაც ფინანსური შემოსავლები დაებლოკება, არამედ ოცნების ყველა პოლიტიკური წარმომადგენლობისთვის. ეს ადამიანები რეალურად ხელს უშლიან საქართველოს მოქალაქეების ნების დაფიქსირებას"- აცხადებს დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






