პირს, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს, ანა სუბელიანს კინოთეატრ "ამირანთან" ტელეფონის სროლის შედეგად დაზიანებები მიაყენა, მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
შემთხვევა 2019 წლის 8 ნოემბერს მაშინ მოხდა, როცა "ქართული მარში", ნეოფაშისტური თუ სხვა დაჯგუფების წევრები კინოთეატრ ამირანთან ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ძალადობრივად აპროტესტებდნენ.
გამოძიების ინფორმაციით აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სუბელიანს ტელფონი გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ესროლა.
"ეს კონკრეტული ადამიანიც გარკვეულწილად არის მსხვერპლი იმ ძალიან დიდი, ძალიან ბინძური პროპაგანდის და აქტივობების, რომელსაც ორგანიზებას უწევენ ფალავანდიშვილი, ვასაძე და მსგავსნი... ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზატორები, რომლებიც სიძულვილს ტირაჟირებენ, რეალურად რჩებიან დაუსჯელები" - ამბობს სუბელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






