დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაში რუსულ კვალზე ღიად ალაპარაკდა: „ქვეყანას რუსეთში გამოწვრთნილი ოლიგარქი აკონტროლებს“ - THEHILL
პოლიტიკა - 10:48, 02 Jul, 2020     1607
გავლენიანი ამერიკული მედია, THEHILL-ი წერს ბიძინა ივანიშვილსა და მის კავშირებზე რუსულ გავლენებთან. სტატიაში მიჩნეულია, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენები დემოკრატიის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელს მსოფლიოშიც- „ უფრო შორს რომ არ გავიხედოთ, შეხედეთ ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოში , რათა აღმოაჩინოთ ეს გავლენა იმათ ხელში, რომლებიც თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან“.

„საქართველო კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის ,რუსეთში გამოწვრნილი ოლიგარქიის მიერ- იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მილიარდებს სწორედ პოსტსაბჭოთა კორუფციულ გარემოში რუსული ინდუსტრიების ხელში ჩაგდებით დაეუფლა. ივანიშვილი „ქართული ოცნების კოალიციის" სათავეშია 2012 წლიდან და იმავე სახელმძღვანელოთი მართავს ქვეყანას, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკის ჩამოშლისა და მიტაცების, დემოკრატიული პროცესების ჩაშლის მიზნით“- აღნიშნულია სტატიაში.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის შეხედულება ნათლადაა აღნიშნული ზემოხსენებულ სტატიაში ბიძინა ივანიშვილზე, სადაც კონკრეტულად საუბარია ქართული ოცნების ლიდერის მოქმედებაზე ამერიკული ბიზნეს კომპანიების მიმართ- "პუტინის მოკავშირე მოქმედებს ენერგიულად, რათა საქართველოში მოქმედი ამერიკული ბიზნეს კომპანიები გააძევოს ქვეყნიდან."

ქართული ოცნება დაპირდა მოსახლეობას რომ შეასრულებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად 2020 წელს. აღნიშნული დაპირება კი გასული წლის შემოდგომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო, რამაც გამოიწვია პროტესტი და საპარლამენტო ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან ყველა საკანონმდებლო აქტივობაში, აგრეთვე ძლიერ შეირყა საქართველოს მმართველი პარტიის საერთაშორისო ნდობა, განსაკუთრებით აშშ-ში.

„ქართველ ხალხს სურს წარმატებული ეკონომიკისა და ნამდვილი დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ყველა ქართველს აქვს უფლება, რომ ასეთ მოლოდინი ჰქონდეს. ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებში შედის ის ღონისძიებები, რომლითაც შევაფერხებთ რუსული გავლენების გავრცელებას მთელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველ ხალხთან მათი თავისუფლებასთვის ბრძოლაში“- ციტირებს ამერიკული გამოცემა მარკვეინ მალინის კომენტარს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42