სპეცოპერაცია წეროვანში არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში იარაღს ეძებდნენ.
საგამოძიებო მოქმედებებში 15-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა, თუმცა, ვერაფერი იპოვეს.
ცნობილია რომ ჩხრეკა ომის მოანწილე ვეტერანების სახლში ჩაატარეს. ფაქტს „ნიუპოსტთან“ ადასტურებს გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც მომხდარს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და ამბობს, რომ ამ დასახლებაში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ის ხშირად ხვდება.
გენერალ ჭანკოტაძის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ორ სახლში, თუმცა იარაღი იქ აღმოჩენილი არ ყოფილა.
„დაახლოებით საღამოს 8 სათზე მოვარდა თბილისის სპეცრაზმი, ბიჭებთან, ააწიოკეს სახლი, ესენი არიან ჩვენი ვეტერანები, გმირები, 2008 წელს რომ იბრძოდნენ, აქ არიან ლტოლვილები, იპოვეს ყველაზე გაჭირვებული ხალხი და ამათ დაესხნენ თავს. მე როგორც მაგ ომის მონაწილე ვეტერანი, ამ ბიჭებს ვულვლი, პერიოდულად ვხვდები, რომ ვნახო რა სიტუაციაში არიან და ეტყობა ამ პოლიტიკური მიზეზით ჩაუტარეს ჩხრეკა“ - ამბობს ჭანკოტაძე.
მისივე თქმით, სამხედროების თქმით, ჩხრეკვის ორდერი ჰქონდათ, თუმცა იყო თუ არა ეს სასამართლოს მიერ გაცემული არ იცის.
მასალის გამოყენების პირობები






