"დაიწყეს გოგონების მიმართ შემაწუხებელი კომენტარები..." - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დუმილს არღვევს
სამართალი - 16:57, 01 Jul, 2020     1849
19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი წაქაძე საბედისწერო წვეულების ღამეს დეტალურად იხსენებს.




"კონსტანტინე ღიბრაძე უკრავდა ე.წ. "დიჯეის" დასაკრავ აპარატზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, რა დროსაც სისტემატურად იყო დამამცირებელი შეძახილები კონსტანტინეს მისამართით, ... ჩვენ ამაზე ერთჯერადად მივედით იმ შეკრებილი ახლაგაზრდებისკენ და მოვუწოდეთ თავი შეეკავებინათ. ... ვცდილობდით არ შევსულიყავით კონფლიქტში.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკვე დაიწყეს ჩემი მეგობარი გოგოების მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და საბა ჩხარტიშვილის შეყვარებულის ბარბარე ურიდიას მისამართით შემაწუხებელი კომენტარების ძახილი.
... იმის გათვალისწინებით რომ არ ჩაშლილიყო ჩვენი მეგობრის დაბადების დღე თავს ვიკავებდით მაქსიმალურად კონფლიქტში შესვლისგან. ჩვენმა მოწოდებამ შედეგი გამოიღო დაახლოებით რამდენიმე წუთი.
... ჩვენ მეგობართან საბასთან მოვიდა ჩვენი მეგობარი გოგონა და უთხრა რომ სახლის გარეთ ქუჩაში იყო შელაპარაკება, ჩემ სხვა მეგობრებსა და ანა გაბეჩავას კლასელ მეგობრებს შორის. დიდი დრო დავუთმე სიტუაციის განმუხტვის პროცესს, რადგან ვცდილობდი დამეცვა მათი აგრესიისგან როგორც საკუთარი თავი , ასევე ჩემი მეგობარი გოგო-ბიჭები. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ერთ წუთს, რის შემდეგაც მთელი საღამოს განმავლობაში აგრესიული ახალგაზრდები გადანაწილდნენ ორ ცალ მანქანაში და ჩქარი სვლით წავიდნენ ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით.
... ლისზე წასვლის შემდეგ... ლუკა ბეჟანიშვილს დაურეკა ვახო ახვლედიანმა და უთხრა რომ "ის ნახალოვკელები" უკან დაბრუნდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახო ახვლედიანს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ქათამაძეს.
... ლუკა და საბას მეგობრებმა მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს ვახო ახვლედიანი, კოკო ღიბრაძე, ქათამაძე.ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რომ გურამ ამირხანაშვილს მოუხერხებია და ტაქსით წამოსულა სახლში .
... ქათამაძე წაიყვანეს ჩემი მანქანით საავადმყოფოში, ვინაიდან იყო ძალიან ნაცემი,"-ნათქვამია ირაკლი წაქაძის ჩვენებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42