საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნულობაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 16:25, 01 Jul, 2020     462
„სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მარნეული გახდება საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების ეპიცენტრი, რაც რეგიონს ეკონომიკურად განავითარებს“ - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მარნეულში “ლელო საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაციის გახსნისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიაზე ისაუბრა. პარტიის ლიდერის თქმით, მარნეულს აქვს უდიდესი პოტენციალი, სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს და ამით ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყოს ხელი. ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ აქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს მარნეულმა სოფლის მეურნეობა.

„მარნეული არის განსაკუთრებული შემთხვევა ჩვენთვის, თავისი მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნებაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს. მარნეული უნდა იყოს ბიზნესის სოფლის მეურნეობის და იმ საქმის კლასტერი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიო ბაზრებზე. ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამ ხალხმა, უნდა გავხადოთ საერთაშორისო საქმედ. სწორედ ამიტომ, „ლელოს“ გეგმაა ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება. ამის საშუალებას მოგვცემს ის გამოცდილება, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობაში აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალისხმევა უნდა ჩავდოთ მის განვითარებაში - სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ახალი ცოდნის შემოტანით მარნეული უნდა გახდეს საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების ეპიცენტრი,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42