""ქართული ოცნების" ინტერესებს მორგებული ცვლილებები" - მესამე სექტორი მმართველი გუნდის ინიციატივას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:50, 01 Jul, 2020     506

მესამე სექტორი მმართველი პარტიის მიერ საარჩვნო პროცესებთან დაკავშირებით შემოთავაზებულ ცვლილებებს აკრიტიკებს. საია-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებები "ქართული ოცნების" ინტერესებზეა მორგებული. განსაკუთრებული კითხვები ორგანიზაციას საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მექანიზმების შესახებ აქვს და აცხადებენ, რომ მიზანშეწონილი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე გადასვლა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტზე დასკვნა წარუდგინა. ორგანიზაცია დადებითად აფასებს კანონპროექტის შემუშავების პროცესს, ღია ფორმატს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა (პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შეზღუდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავი დამატებითი რეგულაციები და სხვ.), კვლავ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად:

ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი. პროექტით გათვალისწინებული მექანიზმები არ არის საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და აუცილებელია: (1) სააგიტაციო მასალის განთავსების შეზღუდვის დისტანციის გაზრდა 100 მ.-მდე, (2) იმავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნის აკრძალვა (გარდა ამომრჩევლისა, კენჭისყრის შენობასთან მისვლის ვადით).

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება. შემოთავაზებული ცვლილებები ინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას და ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას. მომდევნო არჩევნებიდან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე გადასვლა.

გენდერული კვოტირება. საია მიესალმება გენდერული კვოტირების შემოღებას (შემოთავაზებულია 25%), თუმცა ვთვლით რომ გრძელვადიანი და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა პარტიულ სიაში 50%-მდე გაიზარდოს" - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42