ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი აღარ აქვს, მოეჭიდოს რურუას საკითხს
პოლიტიკა - 10:54, 01 Jul, 2020     447

პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირებაა და რურუას გათავისუფლების მოტხოვნა სწორედ მართლმსაჯულებაში არასათანადო პოლიტიზირებაა.

„8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში გრძელდება და ამას სჭირდება დაკვირვება. როდესაც მმართველ პარტიას გვთხოვენ მართლმსაჯულებაში უხეშად ჩარევას, ეს არის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი თქმით, ბოლო დროს ერთადერთი პოლიტიკოსია დასავლეთიდან, რომელიც მოუწოდებს „ქართულ ოცნებას" რურუას გათავისუფლებას. „უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, ცალკეული პოლიტიკოსებისთვისაც გახდა ყველაფერი ნათელი შეთანხმებასთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი ამ შეთანხებას და მის გაფორმაბასთან დაკავშირებულ პროცესს. აქედან გამომდინარე, საბაბიც კი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მოეჭიდოს რურუას საკითხს. ქვეყნის განვითარების პროცესი გაგრძელდება, არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რურუას საქმესთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ კრიმინალური საქმე ნიშნავს სისხლის სამართლის საქმეს. „ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილება სასამართლოს მიერ და ერთადერთი ინსტანცია, ვისაც შეუძლია კრიმინალურ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის მართლმსაჯულება. ჩვენ თუ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არა ნაცმოძრაობის საქართველოში, რომელიც იყო მთლიანად პოლიციურ სისტემაზე აგებული, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს სისიხლის სამართლის საქმეებზე და თუ ისინი ამ პათოსით არ იმოქმედებენ, ბუნებრივია, აღარ მოუწოდებენ მმართველ პარტიას იმისკენ, რომ ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42