გიორგი შაქარაშვილის საქმე და “ოქროს მოწმის” ოთხჯერ შეცვლილი ჩვენება – ამირხანაშვილი შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს
სამართალი - 22:49, 30 Jun, 2020     1893

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება და შეცვლილი ცვენებები - "ოქროს მოწმის" ჩვენებები შესაძლოა მისივე წინააღმდეგ ამოქმედდეს.

19 წლის ფეხბურთელის საქმეში შაქარაშვილის უახლოესი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის 4 ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა.

გური ამირხანაშვილი ერთ-ერთი ბოლოა ვინც გიორგი შაქარაშვილთან ერთად არაგვის ხიდზე გადაადგილდებოდა. პირველი დაპირისპირების შემდეგ, გაიქცა და ერთ-ერთი შენობის უკან, ბუჩქებს შეაფარა თავი. სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოიყვანეს ტოიოტა ქამრის მარკის ავტომობილით ამირხანაშვილი. პირველი ჩვენების მიხედვით, ავტომობილში ამირხანაშვილის გარდა 6 ადამიანი იყო, რომლებმაც თბილისში ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს.

გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება პირველად 2 დღეში შეცვალა. 21 ივნისის გამოკითხვის ოქმში ამირხანაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის შემდეგ, მას თბილისში წაყვანა შესთავაზეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ არავის უმოქმედია.

"როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მე მომიახლოვდა ნახსენები, მე-2 მანქანიდან გადმოსული და ჩვენსკენ გამოქცეული სამი ბიჭი, რომლებსაც მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს თუ რატომ უნ

და ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს ისინიც გაჩერდებოდნენ. აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ"

- ამბობს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42