ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება - ექსპერტების საგანგაშო პროგნოზი
პოლიტიკა - 18:45, 30 Jun, 2020     468

ჩამოშლილი ეკონომიკა - ეკონომიკის ვარდნა ყველაზე მეტად თვითდასაქმებულებს და ბიზნესს დააზარალებს.

საქსტატის მონაცემებს ეკონომიკის ექსპერტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მოსალოდნელია უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდა და ფასების მატება. დარგის სპეციალისტები უმძიმეს წელს პროგნოზირებენ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალობასაა მოწყვეტილი. ფადი ასლი ეკონომიკის კიდევ უფრო შემცირებას და უმუშევრობის დრამატულად ზრდას პროგნოზირებს:

"ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ივლისში საზღვრების გახსნა ზღვაში წვეთია. ეს შეიძლება მისთვისაა ზღვაში წვეთი, თუმცა 2000 ტურისტსაც კი რამდენიმე მეწარმის დახურვისაგან გადარჩენა შეუძლია... ჩვენი გათვლებით მშპ წლის ბოლომდე 8%-ით შემცირდება, დოლარში კი ათამდე გაიზრდება "- ამბობს ფადი ასლი

ეკონომიკის ექსპერტების თქმით გამოსავალი მოზიდული თანხების სწორი და სამართლიანი გადანაწილებაა. მათი მტკიცებით, მთელი 8 წლის განმავლობაში ეკონომიკის მხრივ, ქვეყანას ერთი კარგი წელიც არ ჰქონია.

"ეკონომიკის ამ ტემპებით შემცირება, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში იზრდება ფასები, ნიშნავს სიღარიბის მაჩვენებლების ზრდას მომდევნო თვეების განმავლობაში. ერთადერთი სწორი გამოსავალი, მოზიდული თანხების სწორი და სამართლიანი განაწილებაა" - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

მე არ მჯერა იმის რომ 4%-იანი კლებით დავამთავრებთ წელს. მე უფრო მგონია, რომ 10%-სკენ იქნება ეკონომიკური ვარდნა 2020 წელს - ამბობს გიგა ბედინეიშვილი

საქსტატის მონაცემებით, მაისში ქვეყნის ეკონომიკა 14%-ით შემცირდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა ფიქსირება ტურიზმის სფეროში. ვიზიტორების რაოდენობა 94%-თაა შემცირებული. 70%-ით დაიკლო ავტომობილების რეექსპორტმა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 33%-ით არის შემცირებული ახალი საწარმოების რეგისტრაცია, 22%-ით დაეცა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა. კლების ტენდენციაა ეკონომიკის ყველა სფეროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42