სკანდალური დოკემენტი: სად მიაქვს ხელისუფლებას მილიონები - "დეპუტატებმა რესტორნებსა და სასტუმროებში 600 ათასი ლარი დახარჯეს"
პოლიტიკა - 17:02, 30 Jun, 2020     648
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში თითქმის 600 ათასი ლარი დახარჯეს.

319 ათასი ლარი დაიხარჯა პარლამენტარების მივლინებებში, მათ შორის “მდუმარე პარლამენტარების” მივლინებებში, რომელთაც ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი.

სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული 274 ათასი ლარი საკმარისი იქნებოდა 1 წლის მანძილზე 380 პირის სოციალური შემწეობის უზრუნველსაყოფად.

„2020 წელს საქართველოს პარლამენტმა სასტუმრო, სარესტორნო მომსახურებასა და ქვეყნის გარეთ მივლინებებში უკვე 593,304 ლარი დახარჯა.

2020 წელს პირველი სამი თვის განმავლობაში პარლამენტმა 12-ჯერ განახორციელა სარესტორნო მომსახურების შესყიდვა, დადებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 189,201 ლარი შეადგინა, სარესტორნო მომსახურების გარდა პარლამენტმა სასტუმრო მომსახურების შესყიდვის მიზნით 6 ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჯამში 85,000 ლარი დაუჯდა. ყველაზე დიდი თანხები კი ქვეყნის გარეთ პარლამენტის წევრთა მივლინებებში დაიხარჯა ჯამში 319,103 ლარი.

პარლამენტში 3 თვის განმავლობაში 91 მივლინება განხორციელდა. ყველაზე ძვირადღირებული მივლინებების სიაში მოხვდნენ: არჩილ თალაკვაძე,მივლინება აშშ-ში - 14,991 ლარი, სოფიო კილაძე მივლინება აშშ-ში - 13,664 ლარი, ბერაიას მივლინება აშშ-ში - 10,420 ლარი. 2020 წლის მივლინებების სიაში მოხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი მდუმარე დეპუტატებიც, რომლებსაც 2018 წელს ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი და არ უსარგებლიათ ხმის უფლებით. მათ მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11,417 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სარესტორნო მომსახურებას ამ მხრივ ძირითად შემთხვევაში პარლამენტარების არჩევანი ცნობილ და ძვირადღირებულ რესტორნებზე კეთდება, მაგალითად 32,701 ლარიანი ხელშეკრულება იქნა გაფორმებული რესტორან შპს ჯი ემ თი მთაწმინდასთან, შპს წისქვილის ჯგუფი - 20,000 ლარი, შპს კოპალა - 30,000 ლარი, შპს ქეთო და კოტე - 5000 ლარი. სასტუმროს მომსახურებაში კი ყველაზე დიდი თანხა შპს ჯი ემ თი და შპს დაბი გრუპ ჯორჯიას გადაუხადეს, თითოეულს 25,000 ლარის სახით.

2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 19.5% ანუ თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 262 ადამიანის ყოველთვიური საარსებო შემწეობის ურუნველსაყოფად.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტისწევრების 3 თვის მივლინებებში, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე მთელი წლის მანძილზე ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება უმაღლესი განათლების ხელშეწყობაზე, მეცნიერების პოპულარიზაციაზე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებსა თუ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებებზე.

წყარო:

2020 შესყიდვები - https://bit.ly/2ABtd0K

2020 მივლინებები - https://bit.ly/3fuF8vY

TI ანგარიში - https://bit.ly/3d52wOV

სიღარიბის მაჩვენებელი - https://bit.ly/3frq8im

ბიუჯეტი - https://mof.ge/5261“- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42