"პოლიტიკაში კუნთმაგარი ბიჭების" სახიფათო ტენდენცია და მძიმე რეალობა, რამაც სპორტსმენებს მოძალადის იმიჯი შეუქმნა - გია ხუხაშვილის და გია ნაცვლიშვილის პოზიცია
პოლიტიკა - 19:33, 30 Jun, 2020     2444
19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული სიკვდილი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. 17 დაკავებული და კვლავაც პასუხგაუცემელი კითხვა - დაიღუპა თუ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი?

საზოგადოებისა და შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის საბოლოო პასუხის მოლოდინშია.

მანამდე კი მედიაში პირველი ეჭვები გაჩნდა რომ ბიჭი მოკლულია.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა 19 წლის ფეხბურთელის ცხედარზე ჩატარებული შინაგანი ექსპერტიზის შემდეგ თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილს ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი დადასტურდა და რომ "ასეთი სიძლიერის დარტყმის მისაყენებლად მუშტიც არ იქნებოდა საკმარისი".

სკანდალური განცხადებები გააკეთეს საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებმაც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლული იყოს - უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება რაღაცას მალავს.

უფლებადამცველები მიანიშნებენ მოწმეებზე, რომლებიც ბოლომდე არ ამბობენ სათქმელს. მათი თქმით, ამას გამოძიების „ოქროს მოწმის“ გურამ ამირხანაშვილის რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენებაც ადასტურებს.

რეზონანსულ საქმეზე სულ 7 სპორტსმენია დაკავებული: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

უმძიმეს დანაშაულში სპორტსმენების მონაწილეობამ, კიდევ ერთხელ ამოატივტივა დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ტენდენციად იქცა. საქმე ეხება ე.წ. სადამსჯელო რაზმებს, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და ბონუსად ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს.

როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების სახეები აქციაზე ბევრს უნახავს. ისინი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ავიწროებენ, არჩევნებზე საარჩევნო უბნებთან დგანან და ამომრჩევლის ნებას აკონტროლებენ. ბუნებრივია, მძიმე საქმის შესრულების სანაცვლოდ, ზონდერებს ხელისუფლება პრივილეგიებს აძლევს და მათ გადაცდომებზე თვალს ხუჭავს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი იმ მოქალაქეთა შორისაა, ვინც 18 ივნისის საბედისწერო ინცინდენტში მონაწილე სპორტსმენების დისკვალიფიკაციას ითხოვს.

როგორც მან „ნიუპოსტს“ უთხრა, "სპორტსმენებისგან ცუდი გაგებით, ჯარისკაცების შექმნა" ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შავი ლაქა და პრობლემაა.

"კუნთმაგარი ბიჭების პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, ძალოვანი რესურსის გამოყენება ხდება, რაც სამწუხაროდ არა მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემაა. ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენების მიმართ გარკვეული ლოიალობა, მათ უქმნის ილუზიას, რომ მმართველ ძალასთან დაახლოებული პირებისთვის კანონი არ არის დაწერილი და შეუძლიათ, ჭკუათხელი და კუნთმაგარი მოქმედებები რეალურ ცხოვრებაში გადაიტანონ. იმის გამო, რომ ამ ადამიანების განათლებაზე არავინ მუშაობს, მათში კრიმინალური სტანდარტები მსუყედ არის განვითარებული"- აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით "კუნთმაგარ ბიჭებზე დაყრდნობა ხელისუფლებისთვის "ძალიან ცუდი ტენდენციაა".

"ხელისუფლებისთვის ძალიან ადვილად სამართავია ასეთი ადამიანების ე.წ. ჯარისკაცებად გამოყენება. ჩვენ არაერთხელ გვინახავს სპორტსმენების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სახიფათოს ხდის ამ პრობლემას. შესაბამისად, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ეს ასე არ არის და არავინ სარგებლობს პრივილეგიით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს - კუნთმაგარმა ბიჭებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ქმედებები დასჯადია.

ამ საქმესთან დაკავშირებით არ ვიცი რა სამართლებრივი შედეგი დადგება, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ დღესვე რისი გაკეთებაც პრევენციის მიზნით შეიძლება, სპორტსმენების მხრიდან ამ ტიპის გარჩევებში მონაწილეობა ან პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, მხედველობაში მაქვს ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართვა, ეს უნდა იყოს დასჯადი და დასჯის ერთადერთი ფორმა იყოს - სამუდამო დისკვალიფიკაცია"- განმარტა ექსპერტმა.

მისი თქმით, გასაკვირია, რატომ არ მოახდინა სპორტულმა საზოგადოებამ მყისიერი რეაგირება.

"ამ გადაწყვეტილებით, სპორტულ საზოგადოებას შეუძლია ეს ადამიანებიც დაიცვას, რომლებსაც ხშირად ეს ყველაფერი უჭკუობით მოსდის. მათი ვალდებულებაა დაიცვან საზოგადოებაც მსგავსი ძალადობისგან'- დასძინა "ნიუპოსტთან" ხუხაშვილმა.

"ნიუპოსტი" სპორტულ გაერთიანება "ჩემპიონთა ლიგის" თავმჯდომარეს, სპორტული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გია ნაცვლიშვილს ესაუბრა.

ნაცვლიშვილი ამტკიცებს, რომ მაშინ როცა ის სპორტულ კომიტეტის ხელმძღვანელობდა სპორტსმენების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ ხდებოდა.

რაც შეეხება შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს, მისი თქმით, თუ დანაშაულში მონაწილეობა დადასტურდა, სპორტსმენებს დისკვალიფიკაცია ისედაც ელით.

"შევთანხმდეთ, დამნაშავე არის დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, სპორტსმენია თუ - მუსიკოსი. ღიად ვამბობ, დამნაშავე სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს სპორტსმენების გამოყენებას, ეს იყო ჭორი. დამისახელეთ ცნობილი სახეები, ვინც ჩართული იყო ძალადობაში. შეიძლება, ყოფილი სპორტსმენები სადღაც, რომელიმე სტრუქტურაში მუშაობდნენ, თუმცა, მე როგორც ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელ პრეზიდენტს, შემიძლია თამამად გითხრათ, არცერთ სპორტსმენს ჩვენგან პოლიტიკური დავალება არ მიუღია.

დღეს კი სახელითა და გვარებითაა ცნობილი ის სპორტსმენები, რომლებიც ჩართულო არიან მსგავს რაღაცებში. მჯერა, რომ ბევრ მათგანს არც კი უნდა პოლიტიკური დავალებების შესრულება, თუმცა ასეთი სამწუხარო რეალობა შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო ისეთი იმიჯის შექმნას, თითქოს ყველა სპორტსმენი მოძალადეა. სპორტსმენები მოძალადეები არ არიან. ვიღაც თუ დააშავებს, მან პასუხი უნდა აგოს, სპორტსმენია ის თუ სხვა პროფესიას ეხმსახურება"- აცხადებს ნაცვლიშვილი.

ავტორი: დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42