კლანური ომი რაჭაში: ენუქიძის დაჯგუფების გავლენები და ბრძოლა გუბნერნატორის სავარძლისთვის - რეგიონი შესაძლოა დაძაბულობის ეპიცენტრად იქცეს
პოლიტიკა - 16:50, 30 Jun, 2020     1799

კლანური ომი რაჭაში - პოლიტიკური სიმშვიდით ცნობილი რეგიონი შესაძლოა წინასაარჩევნოდ დაძაბულობის კერად იქცეს. .

"ნიუპოსტს" წყარო უყვება, რომ რაჭის რეგიონში სრული ქაოსია და აქტიურად მიმდინარეობს დაპირისპირება კლანებს შორის. მთავარი მოქმედი პირი კი სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძეა, რომლის მიმართაც ბევრი მძიმე ბრალდებაა წაყენებული.

"გასაკვირია, ერთ დროს „რაჭის სტაბილურობის გარანტად“ წოდებულმა გუბერნატორმა, რომელიც ახლო წარსულში, თითით საჩვენებელთა შორის მოწინავე რიგებს იკავებდა, რა მოხდა, რომელ ნაღმს დაადგა ფეხი? ეს ნაღმი არც მეტი არც ნაკლები, ხუთი მუნიციპალიტეტის, სამი მოწვევის და მეოთხე ვადით მანდატის მსურველი რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთის პორტირებული დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი და „გავლენიანი მესაიდუმლე“ ქრისტინე კობახიძეა, რომელიც აქტიურად იბრძვის მოქმედი გუბერნატორის წინააღმდეგ და დასაყრდენი კადრების ჩამოშორებით ცდილობს ჯაფარიძის დასუსტებას და შემდგომ კი პოლიტიკურ სანაგვეზე გადაგდებას, მისი საბოლოო მიზანი კი გუბერნატორის სავარძლის დაკავებაა" - გვეუბნება წყარო.

გავლენიან „მესაიდუმლეს“ პირველობას ეცილება და ფაქტობრივად გოჩა ენუქიძის მოქმედებების ინსპირატორია, ონის ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ჩიხრაძე, რომელიც ასევე იბრძვის გავლენებისთვის. აქ საინტერესოა ერთი დეტალი: როდესაც სახელმწიფო მხარს უჭერს რეგიონში განახლებადი ენერგიის პროექტებს, ჩიხრაძე სოციალურ ქსელში ღიად ეწინააღმდეგება ონის კასკადის მშენებლობას. მოქმედი მაჟრიტარი კი არ გამოჩენილა არცერთ შეხვედრასა და საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებთან და იკავებს „სირაქლემას პოზიციას“ .

ერთი მხრივ სახელმწიფო ლობირებს განახლებად ენერგეტიკულ პროექტებს, მეორე მხრივ ხალხის რჩეული თავის ქმედებით თუ უმოქმედობით ხალხს უბიძგებს პროტესტისკენ იმ ფონზე, როცა თვითონაა მესტიაში მშენებარე ჰესის მფლობელი კომპანიის მეწილე.

კულუარული ინფორმაციით, ენუქიძე, როგორც „გამოცდილი“ ბიზნესმენი, შესაძლოა თავადაც იყოს საპროტესტო მუხტის გამღვივებელი, იმისთვის, რომ შემდგომში ვითომ "დალაგებული საკითხის" სანაცვლოდ მიიღოს შესაბამისი წილი გიგანტური ჰესიდან.

ენუქიძის სახელს უკავშირდება შოვის მიწები და ის კონფრონტაციული ფონი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ამ პოპულარულ „ქართულ ალპებად“ წოდებულ კურორტზე.

"ნიუპოსტის" წყაროს თქმით, რამდენიმე კვირის წინ ერთ დროს წყნარ, საკურორტო ზონაში, სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში. კერძოდ, ადგილობრივ მეწარმე გელა გუტაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდა საკურორტო ინფრასტრუქტურას ძარცვისა და განადგურებისგან, მიწის დათმობასთან დაკავშირებით დაუპირისპირდა ენუქიძის პარტნიორი და „მარჯვენა ხელი რაიონში“ ირაკლი ქაფიანიძე. ადგილობრივების თქმით, ამ უკანასკნელის დაცვის თანამშრომელმა კონფლიქტის დროს რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ადგილობრივი წყარო გვიყვება, რომ სწორედ ამ მეთოდებით ცდილობს ენუქიძე და მისი გარემოცვა ხალხის დაშინებას (რაც რეალირად გამოსდით) და მათ ხარჯზე ბიზნესების გაფართოებას. შოვში ოპერირებს ოთხი კომპანია. შპს „ არქი ჯგუფი“ (დამფუძნებელი გ. ენუქიძე) და შპს „სიმეტრია“, რომლის უკანაც სავარაუდოდ დგას ენუქიძის გარემოცვა.

სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სკანდალებით ცნობილი ონის ყოფილი მერის მიმართაც, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში, პანდემიის დროს, მაშინ, როცა ხალხს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მერის გვერდით დგომა, დატოვა თანამდებობა. ეს უკანასკნელი შს მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის მამაა და შესაბამისად მისი მხარდაჭერით მოქმედებდა.

საინტერესოა, ამ მზარდი ინტრიგებიას, ღია კონფლიქტების, ხშირ შემთხვევაში ფიზიკური და შეიარაღებული დაპირისპირებების ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობის პროგრესირებადი საპროტესტო მუხტი, რომელიც გამოწვეულია ჰესების, კორუფციის, კლანური დაპირისპირებებითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების ნიველირებით, რა შედეგით დაასრულებს მმართველი პარტია საარჩევნო მარათონს. ერთ დროს წყნარი და მზიანი რაჭა, თუ გავითვალისწინებთ ზემო სვანეთის ფაქტორსაც საარჩევნოდ შესაძლოა დაძაბულობის და კონფრონტაციის ეპიცენტრად იქცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42