ხელისუფლებამ პრენები პირველ აგვისტომდე გადადო - ოპოზიციის გაუგებარია რატომ გადაიდო ავია მიმოსვლის აღდგენა ერთი თვით, როცა ევროკავშირი მზად იყო, საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან პირველი ივლისიდან გაეხსნა.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აუცილებელია მთავრობამ დაუყონებლივ შეიმუშაოს გარკვეული სისტემა და ჩამოაყალიბოს კონკრეტული რეგულაციები უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას საზღვრები შერჩევითად და რეგულაციების დაცვით უნდა გაეხსნა.
"კი არ უნდა დაეკეტათ ტოტალურად მთელი ევროპა, არამედ შესაძლებელია მათ შერჩევითად შეეჩერებინათ ფრენები რისკიანი რეგიონებიდან, თუმცა დაზღვევისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ცნობებისა და ტესტირების ჩატარება, ადგილზე შემოწმება და ისეთი მექანიზმების აგება, რომელიც გამორიცხავდა ქვეყანაში დაავადების გავრცელებას, თუნდაც იგივე, რაც ხდება საბერძნეთში" - აცხადებს რომან გოცირიძე.
''ევროპული საქართველო'' ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნან საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, სადაც პანდემიის რისკი შედარებით დაბალია ან საერთოდ არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკა გარდაუვალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
"ამ ფონზე, როცა ევროკავშირი ჩვენ გვიხსნის საზღვრებს, სრულიად გაუგებარი და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები. უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ან ბინა გაარემონტა, ან პატარა სასტუმროში ჩადო ფული და დღეს არის დარჩენილი შემოსავლის გარეშე" - ამბობს ფრაქცია ''ევროპული საქართველოს'' მდივანი გიორგი კანდელაკი.
აღნიშნულ საკითხზე ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს იქნება მიზანმიმართული დარტყმა ეკონომიკაზე, ან ხელისუფლებას პანდემიის ახალი ტალღის ეშინია და შეჩერების რესურსი არ გააჩნია. ექსპერტები ასევე საუბრობენ, რომ საზღვრები თუნდაც პირველ აგვისტოს რომ გაიხნას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდნილია, რაც ეკონომიკას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს.
"თითქმის სამი თვეა ტურისტულ სექტორს აქვს მოლოდინი, რომ პირველი ივლისიდან აღდგება ფრენები და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი უსაფრთო ქვეყანა, რომელსაც შეეძლო თავისუფლად მიეღო ვიზიტორები ასევე უსაფრთხო ქვეყნებიდან", - ამბობს პლატფორმა ''ჰაბ ჯორჯიას'' აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






