კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობა - მაისში საქართველოს ეკონომიკა 14%-ით შემცირდა
პოლიტიკა - 12:40, 30 Jun, 2020     562
კიდევ უფრო გაღარიბებული ქვეყანა - საქართველოს ეკონომიკა მესამე თვეა უფსკრულიდკენ მიექანება - მაისში 14%-ით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტი.


მდგომარეობა დრამატულია ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების რაოდენობა 94%-თაა შემცირებული. 70%-ით დაიკლო ავტომობილების რე ექსპორტმა.

საქსტატის 33%-ით არის შემცირებული ახალი საწარმოების რეგისტრაცია, 22%-ით დაეცა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა.

კლების ტენდენციაა ეკონომიკის ყველა სფეროში. უკვე ზედიზედ მესამე თვეა, ქვეყნის ეკონომიკა მცირდება - აპრილში ვარდნა 17% იყო. მაისის თვის მდგომარეობით, ეკონომიკის საშუალო ზრდა მინუს 5.4%-ია, რაც მთავრობის პროგნოზს აღემატება.

ყველაზე მეტად დაზარალებულია ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, რესტორნები, სასტუმროები, ასევე გადადინების ეფექტით დაზარალდა უძრავი ქონების ბაზარი და მშენებლობის სექტორი. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კრიზისი 2008 წლის მოვლენების შემდეგაც არ ყოფილა.

საქსტატის აღნიშნულ მონაცემებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობას კორონა ეპიდემიისთვის ქმედითი ანტიკრიზისული გეგმის დაპირისპირება შეეძლო, თუმცა ასე არ მოხდა, რის გამოც ივნისის თვეშიც ნეგატიური მოლოდინები არსებობს.

"ბუნებრივია, რომ ეკონომიკის დაცემა იქნება უფრო მეტი და უკვე ბიუჯეტის კორექტირება ხდება საჭირო, ასევე სხვა ზომების მიღება, რათა ხალხი გადაურჩეს შიმშილს. დანაშაულია, სხვანაირად არ შეიძლება ეს აიხსნას. ამას სჭირდება გონივრული ეკონომიკური ქმედებები და არა ბიუჯეტში სახსრების ფლანგვა საკუთარი ინტერესების შესაბამისად", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ასეთი მდგომარეობა ეპიდემიის დროს ხელისუფლების გადადგმული არაადეკვატური ნაბიჯების შედეგია.

"ეს ფორსმაჟორი გამოიყენეს იმისთვის, რომ ჩინოვნიკებს, მათ ახლობლებს ფული ეკეთებინათ. არ შეამცირეს ხარჯები, გადასახადები, ახლა, როცა ყველაფერი გაიხსნა, ის, რასაც შერჩა ოდნავი სუნთქვის უნარი, ჩამოიარეს და 10 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრეს კერძო კომპანიებს", - აცხადებს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42