ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:51, 14 Nov, 2013     1761


სახალხო დამცველის აპარატი "იდენტობის" ინიციატივას მიესალმება და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად. ამის შესახებ ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. მის, როგორც წინა წლების, ასევე ბოლო, 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი ძირითად პრობლემად განიხილავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას, რაც, სხვა წინააღმდეგობებთან ერთად, სათანადო საცხოვრისის უფლებით სარგებლობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. სახალხო დამცველისთვის ქ. თბილისის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართა 7 657 ოჯახმა, საიდანაც 2012 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა (საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2012 წელი, სათანადო საცხოვრისის უფლება, გვ. 575–583).

უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის არარსებობის პირობებში, საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა, მისი შესრულება ვერ ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის და გეგმის არარსებობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მიეღოთ ყველა ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. სათანადო საცხოვრისის უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე საქართველოა და შესაბამისად, აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–11 მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს თითოეულის უფლება „ჰქონდეთ სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა… მონაწილე სახელმწიფოები… მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოთა ვალდებულებაა ყოველი ადამიანი უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო დონით (მუხლი 25). ევროპის სოციალური ქარტია, გარდა ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებისა, სახელმწიფოებს აკისრებს უსახლკაროთა შემცირებისა და ეტაპობრივი აღმოფხვრის მოვალეობას (მუხლი 31). საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. მინისტრს საკითხი განხილული აქვს უსახლკარო ბავშვების დახმარების ჭრილში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის „იდენტობა“ პირველად განცხადებაში, რომელიც მათ ვებ–გვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის გახსნას „ყველაზე გაჭირვებული, მრავალშვილიანი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის შეფასება ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის არასწორ განმარტებას ეფუძნება. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. . . . მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.“

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ აღნიშნული ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი. ხოლო, რაც შეეხება მუქარას და ძალადობის საფრთხეს, რის შესახებაც ორგანიზაცია მის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, რათა მინიმუმამდე შეამცირონ უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს და საზოგადოებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42