“დავინახე, როგორ გაეკიდნენ გიორგის ხიდზე” – მოწმის მნიშვნელოვანი ჩვენება, რომელმაც შაქარაშვილი ცოცხალი ბოლოს ნახა
სამართალი - 11:05, 30 Jun, 2020     1519
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოწმის, ვახო ახვლედიანის ჩვენება ვრცელდება.

ის ერთ-ერთი ადამიანია, ვინც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი დაინახა. ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბოლო მომენტში, გიორგი შაქარაშვილს, ხიდზე რამდენიმე ბიჭი მისდევდა.

“ავტომანქანა უცბად გაჩერდა ჩემს წინ, დაახლოებით 10-15 მეტრის მიმავალ ჩემ მეგობრებთან გიორგი ქათამაძე და გიორგი ღიბრაძესთან. ავტომობიოლიდან გადმივიდა დაახლოებით 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს. რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემსკენ და პირველი მოვიდა ჩემთან და დამარტყა ხელი და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემ საცემრად, რის გამოც მე და ჩემს გვერდით მყოფი სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი გავიქეცით უკანა მიმართულებით. ხიდზე როგორც კი გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით...

ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები. გავიქეცი იქითკენ და ფავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. ხოლო სხვები საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი. რადგანაც იყო ღამე. მე სანამ ჩაქვუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვზდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ხოლო შემდეგ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს"- აცხადებს დაკავებული ვახო ახვლედიანი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს.

ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42