""ოცნებამ" კაპიტულაცია გამოაცხადა" - საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ ოპოზიციას გიორგი რურუას გათავისუფლების იმედი აქვს
პოლიტიკა - 10:47, 30 Jun, 2020     667
საკონსტირუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.


მიღწეულ ცვლილებებს ახალგაზრდების ბრძოლის შედეგი უწოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლა ქვეყნისთვის უდიდესი დადებითი შედეგის მომტანია, ხოლო "ქართული ოცნებისთვის" კი კაპიტულაციას ნიშნავს.

"უზარმაზარი ძვრები მოხდა ქვეყანაში, ეს არის ბრძოლის შედეგი, მათ შორის იმ ბრძოლის, რომელიც წამოიწყეს ახალგაზრდებმა, სწორედ მათი იდეა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. შემდეგ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, საერთაშორისო ძალების ზეწოლა. ფაქტობრივად მოახდინა ქართულმა ოცნებამ კაპიტულაცია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.



"ვროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ერთ შედეგს მეორეც მოყვება და საერთაშორისო წნეხის შედეგად გიორგი რურუა გათავისუფლოდება.

"პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არის ციხეში. ამაზე გაგრძელდება საზოგადოების წნეხი, საერთაშორისო მეგობრების წნეხიც. თუ გონს მოეგო ივანიშვილი, ძალიან კარგი იქნება, ერთ შედეგს დაემატება მეორე, ნორმალიზაცია ვითარების, თუ არა თვითონ გადაიხდის ამის საფასურს. ამ ახალ სისტემაში, რომელიც არ უნდოდა მიეღო და იძულებული გახდა, დამარცხდება", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42