აბდურაჰმანოვის თქმით, კადიროვს გაბუნიას ლიკვიდაციით ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა.
"რაც შეეხება გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმას, ამ საკითხს პირადად კადიროვი კურირებს. გიორგი გაბუნია იშვიათი მოვლენაა, რადგან მან პირდაპირ ეთერში ღიად ისაუბრა პუტინზე, რაც კრემლში უყურადღებოდ არ დარჩენილა. მხოლოდ კადიროვის სურვილია, გაბუნიას ლიკვიდაციით პუტინი ასიამოვნოს. ვფიქრობ, დაკავებული ქილერი მარტო არ მოქმედებდა, აქედან გამომდინარე, არსებობს შანსი, რომ მცდელობა ისევ განმეორდეს. ეს მათთვის უკვე პრინციპის საკითხია. ძალიან საშიშია, როდესაც კადიროვი და მისი გარემოცვა გემუქრება, მათ ძალიან დიდი გავლენა და შესაძლებლობები აქვთ. გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს", - ამბობს ტუმსო აბდურაჰამნოვი "მთავართან" ინტერვიუში.
თავად ბლოგერი გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო კადიროვის ხელისუფლების მხრიდან რამდენიმეჯერ განხორციელებული თავდასხმის გამო იმალება.
წყარო: მთავარი არხი
მასალის გამოყენების პირობები






