სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება სამართლიანი არჩევნები
პოლიტიკა - 18:36, 29 Jun, 2020     1158
აშშ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე გაატაროს.

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიესალმება ისტორიულ მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას უზრუნველყოფს. 8 მარტს პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილის მიერ მიღწეული შეთანხმების შედეგი, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობას და მრავალფეროვნებას საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც სრულად ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, და საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად განახორციელოს ეს კანონმდებლობა. როგორც საკვანძო ტესტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენ დაველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პროცესის სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ არჩევნების დღე.

აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკის და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით, ისევე, როგორც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, რაც ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად". - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპრტამენტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42