"ისტორიული დღეა" - პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირდაპირ ეთერში დაამტკიცა
პოლიტიკა - 18:26, 29 Jun, 2020     402

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც მან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ეს ისტორიული დღეა.

"მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ცვლილებას, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, რეალურად, ყველა მხარს უჭერს ამ ცვლილებას, რადგან ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, ჩვენი დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში.

მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად კონსტიტუციით, არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე.

ამისთვის გადავდგი თავის დროზე მძიმე, რთული ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს ემსახურებოდა სტაბილურობას. დღეს გამყარდა სტაბილურობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42