"ტყუილად ნუ ეცდება „ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს დიდი წარმატება - რომ არა ოპოზიციური ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდოდა"- ბურჯანაძე
პოლიტიკა - 15:38, 29 Jun, 2020     412

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, რომ არა ოპოზიციური ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, ცვლილებები ვერ გავიდოდა.

„მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ქონას უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა, ხელისუფლების უზურპაცია, მესიანიზმი და ქვეყანა მართოს პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ სწორედ ხალხის მიერ მიცემული ხმების საფუძველზე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ოპოზიციის და ჩვენი ელჩების, ფასილიტატორებისა და ყველა ჩვენი მხარდამჭერის საერთაშორისო თანამეგობრებიდან ერთობლივი მონაპოვარი. ტყუილად ნუ ეცდება „ქართული ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს ძალიან დიდი წარმატება და პოზიტიური ნაბიჯი. ჩვენ 1 წელი დაგვჭირდა იმისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ „ქართული ოცნება“ მოგვყევანა ოდნავ მაინც გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა. ის 117 ხმა, რომელიც მიიღო კანონპროექტმა განხილვის დროს, არის არა „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციისა და საერთაშორისო თნამეგობრობის წარმომადეგენლების ხმები. რომ არა ოპოზიციური მაგიდის ერთობა და საერთაშიროსო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლა, კონსტიტიუციური ცვლილებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიდოდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42