ფეხბურთელის ბურუსითმოცული გარდაცვალება და კითხვები პოლიციის მიმართ - ინცინდენტში მონაწილე პირების სკანდალური ჩვენებები
პოლიტიკა - 15:00, 29 Jun, 2020     2196
"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება მნიშვნელოვანი დეტალები და მოწმეთა ჩვენებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში - რატომ არ მოახდინა რეაგირება ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ.

შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება დაზარალებულ ვახო ახვლედიანს ეკუთვნის, რომელიც წვეულების შემდეგ თბილისისკენ შაქარაშვილთან ერთად მოდიოდა. ინციდენტის დროს თბილისიდან ჩასული სპორტსმენები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვახო ახვლედიანი შაბათს დაზარალებულად იქნა ცნობილი. მას დაზიანება მიღებული აქვს ცხვირისა და შუბლის არეებში.

იგი ყვება, რომ ბალახებში იყო დამალული და იქიდან ხედავდა როგორ მისდევდა სამი უცხო პირი შაქარაშვილსა და ამირხანაშვილს.

"ავტომანქანა უცბად გაჩერდა ჩემს წინ, დაახლოებით 10-15 მეტრის მიმავალ ჩემ მეგობრებთან გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ დაახლოებით 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს. რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემსკენ და პირველი მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემს გვერდით მყოფი სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკანა მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მცხეთის მიამრთულებით. რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩაჯდნენ ისევ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქეთკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგანაც იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს, ხოლო შემდეგ თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს", - ვკითხულობთ ვახო ახვლედიანის ჩვენებაში.

საქმის მასალებიდან და ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ხიდზე მომხდარი დაპირისპირების დროს, რასაც ბრეგვაძე ახლოს მდებარე მშენებარე შენობიდან ადევნებდა თვალს, მან 112-ის საშუალებით დახმარება გამოიძახა. ჩვენების მიხედვით, პოლიცია ადგილზე მივიდა, თუმცა, დაინტერესდნენ თუ არა სამართალდამცავები იმ დაპირისპირებით, რომლის შესახებაც 112-ზე ზარი შევიდა, არ არის ცნობილი. ბრეგვაძის არც ერთი ჩვენებიდან არ ჩანს, უსვამენ თუ არა სამართალდაცველები მას კითხვებს მცხეთაში განვითარებულ მოვლენებზე.

"ჩვენ წინ გაჩერდა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის ნომერი, ფერი და მოდელი არ დამინახავს, საიდანაც გადმოვიდა დაახლოებით 4-5 ბიჭი, რა დროსაც მოცვივდნენ ის ორი ბიჭი, რომლებიც მანამდე შორიახლოს მოგვდევდნენ, ავტომანქანიდან გადმოსულ ერთ-ერთ ბიჭს ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, ხოლო მეორემ მასთან ერთად მყოფმა აიღო მიწიდან ქვა. ამის დანახვაზე შემეშინდა და გავიქეცი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მშენებარე შენობისკენ, შევედი შენობაში და ავედი მეორე სართულზე, სადაც დავიმალე, ხოლო ავტომანქანიდან გადმოსული პირები და ის ორი ბიჭი, რომლებიც მანამდე მოგვყვებოდა, შორიახლოს უკან გაეკიდნენ ჩემთან ერთად მყოფ ბიჭებს, რომლებიც გარბოდნენ არაგვის ხიდის მიმართულებით, ხოლო ვინმეს მიაყენეს თუ არა რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა, მე არ დამინახავს, ხოლო ავტომანქანა იდგა ადგილზე. ამ დროს მე ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან დავრეკე 112-ში და ვუთხარი აღნიშნული ფაქტის შესახებ და ვთხოვე დახმარება, რის შემდეგაც მალევე "შკოდის" მარკის მანქანით მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც განვუმარტე, რომ არაფერი არ ხდებოდა, ჩაიარა კონფლიქტმა და თუ შეეძლოთ, წავეყვანე თბილისის მიმართულებით, ვინაიდან ვერ ვახერხებდი სახლში წასვლას. რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამიყვანა თბილისის მიმართულებით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე პოლიციის მოსვლამდე ვუთხარი 112-ის ოპერატორს, რომ გაეუქმებინათ ჩემ მიერ მანამდე გაკეთებული შეტყობინება, ვინაიდან კონფლიქტი იყო ამოწურული და აღარ ვსაჭიროებდი პოლიციის დახმარებას, - წერია იაკობ ბრეგვაძის ჩვენებაში.

სახლის პატრონი ანა გაბეჩავა თავის ჩვენებაში ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი და რამდენიმე ადამიანი დაბადების დღის მიმდინარეობისას ადგილზე მომხდარ ჩხუბში არ ჩარეულან.

ერთ-ერთი დაკავებული მორაგბის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებები ინციდენტის დღიდან დღემდე მიუთითებს იმაზე, რომ იგი საკუთარი ნებით იღებდა მონაწილეობას ყველა საგამოძიებო მოქმედებაში და ამის გამო მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

წყარო - "მთავარი არხი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42