"წყალგამყოფი კენჭისყრა - ერთ მხარეს ევროპული საქართველო და ენმ, რომლებიც წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს - პასუხისმგებლიანი ხელისუფლება" - თალაკვაძე
პოლიტიკა - 14:08, 29 Jun, 2020     852
"დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.


"საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენს მიერ დაწყებული დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაა, რომლითაც საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ, რომ მზად ვართ გავაძლიეროთ დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩავატაროთ კიდევ ერთი თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს და დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, ხოლო გაწეული ძალისხმევისთვის-ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, დღეიდან, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე იწყებს მუშაობას.

„დღეიდან ჩვენ უკვე ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი ათი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს.

ამით ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართულ ოცმებას" პასუხისმგებლიანი ძალა უწოდა და ოპოზიცია გააკრიტიკა.

"დღევანდელი კენჭისყრა უკვე იყო წყალგამყოფი, იყო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა და გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას. მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, ქართული ოცნება და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ვინც შეთანხმების შესრულება შეუძლია, ასევე, საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია — ორი პოლიტიკური პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, რომელმაც სამწუხაროდ ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო პირობა მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით", - აცხადებს თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42