დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს მესამე მოსმენით უყრიან. საპარლამენტო ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას დღესაც არ აპირებს.
მიზეზი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა და გიორგი რურუას საპატიმროში ყოფნაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს არ ჩააგდებს.
„იმედია, ეყოფა კეთილგონიერება უმრავლესობას, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება დღეს მიღებული. ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო და კიდევ ერთხელ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი და საერთაშორისო თანამეგობრობა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ". დღეს გყვავს პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა გოცირიძემ.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, , რომ ივანიშვილი საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუებისთვის ემზადება.
"ქართულ ოცნებას", იმავდროულად, სურს საზოგადოებას დაანახოს, რომ რაიმე ტიპის კონსესუსს მიაღწია ოპოზიციურ პარტიებთან, რომ რაიმე ტიპის ნორმალიზებას პოლიტიკური პროცესის მიმდიანრეობს. მაგრამ ეს ასე არ არის და ვერ იქნება, სანამ მატყუარა ხელისუფლება არ შეასრულებს მის მიერ წერილობითი ხელმოწერითა აღებულ ვალდებულებას, - ამბობს პარტიის წევრი ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






