„მოსამართლეს ხმას უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რაგბისტების ადვოკატი
სამართალი - 18:03, 28 Jun, 2020     1034

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ყველა პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობდა.მოსამართლემ პროკურატურის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატები პირველ კომენტარს აკეთებენ, ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ მოსამართლე შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლის წინაშე იყო და ამ მდგომარეობაში მოუწია განაჩენის გამოტანა.

„მოსამართლეს ხმას უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს,რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42