ბადრი ჯაფარიძე - "ხაშურს და მის პატარ-პატარა სოფლებს დავაყენებთ ფეხზე"
პოლიტიკა - 16:05, 28 Jun, 2020     497

“ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური გადარჩენისთვის ცხოვრობენ ჩვენ შევუქმნით კეთილდღეობას” - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. “ლელოს” ლიდერის თქმით, რეგიონი მოკლებულია ზრუნვას და ყურადღებას. აუცილებელია ხაშურის მოსახლეობისთვის იმ

იმედის და მომავლის დაბრუნება რომელიც წაართვეს.

“ლელო”, მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს დაჭაობებული რეალობა, სადაც ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ ნიჰილიზმი და აღარ სჯერათ გაცემული დაპირებების. ჩვენ გვინდა ეს შევცალოთ, მოვიტანოთ იმედი, მოვიტანოთ იმის რწმენა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ კრიტიკული ვითარების კეთილდღეობით შეცვლა. თქვენი, ხაშურელების მონაწილეობით, ჩვენ ამას შევცვლით. თითოეულ

თქვენგანს აქვს განუზომელი მნიშვნელობა ქვეყნის განახლების გზაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, არაჩვეულებრივი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცხოვროს წელგამართულ საქართველოში, სადაც ქართველობა არის სიამაყე,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ხაშურმა უნდა გამოიყენოს ის პოტენციალი რომელიც ქალაქშია, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებშია.

“ხაშურლებისგან ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ მხარდაჭერას და ჩვენ ეს უნდა გადავაქციოთ “ლელოს” გამარჯვებად. ჩვენ ეს რეგიონი უნდა გადავაქციოთ საქართველოს გულად. ხაშურის რაიონში 70ზე მეტი სოფელი და 100 ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის რაიონი, რომელიც ყველამ ვიცით ჩვენი ბავშვობიდან - ქვიშხეთი, სურამი, ნაბახტევი, წრომი განუმეორებელი ხვისი და ხაშური ამ სალამაზის ცენტრი.

სამწუხაროდ, ამ წლებმა მოიტანა გაჭირვება და ადამიანები მხოლოდ ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ და მოვახერხოთ, რომ ხაშური ღირსეულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ხაშურს უნდა ჰქონდეს თავისი სახე,” - განაცხადა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42