მინდა ვურჩიო მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, „ფეიკ- ნიუსების“ შეთხზვას და გავრცელებას თავი დაანებონ - გიგი წერეთელი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავჯდომარე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
გიგი წერეთელი ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტონ :ფეიკ-ნიუსების" გავრცელება.
"გუშინ, „იმედის“ ეთერში „ოცნების“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, ძალიან იწვალა, რაღაცით გაემართლებინა შეთხზული ვერსია 2016 წელს , ჩემი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის დელეგაციის თითქოსდა მხარდაჭერის შესახებ. პარლამენტში პათეტიკური გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი.. ეს რომ ტყულია, მთელმა მსოფლიომ იცის. ის არჩევნები წავაგე სულ 11 ხმით, სწორედ რუსეთის დელეგაციის და მათზე უარესად, საქართველოს ხელისუფლების მავნებლობის შედეგად.
გადაცემის წამყვანიც კი რამდენჯერმე ეცადა , რამე ლოგიკური წამოეცდენინებინა მისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა, და არც არავის გამოუვა, როცა ტყუილებზე აგებ ასეთ კამპანიას.
მერე თქვა წლები ამერიაო, არ ვიცნობ გიგი წერეთლის ბიოგრაფიას ასე კარგადო ( ცუდია). როცა ჟურნალისტმა კითხა, აგერ რუსეთის დუმის სპიკერის და სხვა ლიდერების იმდროინდელი განცხადებებია,- არ ვუჭერდით მხარს გიგი წერეთელს და კარგია რომ წააგოო, ამაზეც პასუხი საიდან უნდა ჰქონოდა? ადგა და პარლამენტში გამოსვლისგან განსხვავებით, არა რუსული სახელმწიფო სააგენტო, არამედ, ამჯერად, ქართული წყარო მოიშველია.
აქ ჩემი ერთი ფრაზა ამოიჩემა - „ასამბლეის მომავალი პრეზიდენტისთვის, ყველა დელეგაციის მხარდაჭერა კარგი გზავნილია“. ოღონდ, აღარ გაუგრძელებია რა კონტექსტში ითქვა ეს ზოგადი ფრაზა. ამის გაგრძელება კი ის იყო, რომ თუ რუსეთის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერა უნდათ, ეს ნიშნავს, მათ უნდათ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია,ანექსიის შეჩერება, დაევნილების დაბრუნება და ეს ძალიან კარგია.
მგონია, ოდნავ გონიერი ადამიანი მიხვდება ამ ირონიის შინაარსს და პასუხს რუსეთის რამდენიმე დეპუტატის მიერ გავრცელებულ „ფეიკ-ნიუსზე“, რაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებასთან იყო კოორდინირებული.
და რუსეთის დელეგაციის რომელიმე ოდიოზური წევრი თუ არ უნდა შემოეშვათ, ახლა რომ ამბობენ, ეს ხომ მათი გადასაწყვეტი იყო, ხომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში 2016 წელს? მაგრამ მაშინ აწყობდათ მათი აქ ყოფნა, სწორედ ჩემი კანდიდატურის ჩასაგდებად. მათი ლობისტებისთვის მიცემული დავალებებიც გამახსენდა.
ამიტომ, ტყუილების ლაპარაკს აზრი არ აქვს და ვერც შედეგს მოიტანს.
როგორც ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2016 წლის შემდეგ 2 ჯერ ამირჩია, ბერლინში ერთხმად და შემდგომ , ლუქსემბურგში, მძიმე არჩევნებში , გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან კონკურენციაში, ფარული კენჭისყრით, 400 მდე დელეგატს შორის. რუსეთის წინააღმდეგობა ყოველთვის დიდი იყო და დემარშებს აწყობდნენ ჩემი პრეზიდენტობის და ასამბლეის მიერ მიღებული პრინციპული რეზოლუციების გამო საქართველოს თუ უკრაინის მხარდასაჭერად.
ეს ქართული დელეგაციის „ოცნების“ წევრებმაც კარგად იციან და ყველაფრის ვიდეო არქივებიც არსებობს. თუ რუსული პრესის კითხვა მოწონთ, ნახონ დამოკიდებულება და რეაქციები ამ ამბებზე, მითუმეტეს, როცა ასე ჯერათ მათი რუსი კოლეგების განცხადებების. ასევე, გამოაქვეყნონ ეუთო-ში მიღებული რეზოლუციები , თუნდაც 2016 წელს და შემდგომ წლებში, რომელიც სწორედ რუსებთან დიდი ბრძოლის შედეგად მივიღეთ.
ბოლოს, მინდა ვურჩიო მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს- ამ „ფეიკ- ნიუსებს“ ხშირად რომ ახსენებთ და ვითომ ებრძვით, თქვენ რაღას თხზავთ და ავრცელებთ?
და ამაში ხალხის ფულს ხარჯავთ თან. ეს „ენერგია“ და „შემართება“ სწორი საქმეებისთვის რომ მოგეხმარებინათ 8 წლის განმავლობაში , ჩვენი მოსახლეობა ასეთ უიმედობასა და სიდუხჭირეში არ იქნებოდა ნამდვილად.." - გიგი წერეთელი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






