საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გიორგი რურუას შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესულ ცვლილებებს ეხმაურება.ზალკალიანის თქმით, დოკუმენტში პოლიტპატიმრებზე საუბარი არ არის და ოპონენტები სტრატეგიული პარტნიორების გზავნილებს არასწორად თარგმნიან.
"ვფიქრობ, პრემიერმა თავის დასკვნით სიტყვაში ძალიან მკაფიო პასუხი გასცა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობას და იმას, როგორ ცდილობენ ოპონენტები, ეს სტრატეგიული პარტნიორობა არასწორად თარგმნონ და საზოგადოებაში შეიტანონ იმის განცდა, რომ თითქოს აშშ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რაღაც ქმედებით მინიშნებას აძლევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.... საუბარი არის 8 მარტზეც იმ კონტექსტში, როგორც ეს არის განმარტებული 8 მარტის შეთანხმებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზე და არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს იქ საუბარია, რომ ის პოლიტპატიმარია, იქ სხვაგვარი დეფიცინიციაა გაკეთებული, საუბარი არ არის პოლიტპატიმარზე. იმის წარმოჩენა, რომ რაღაც პირობითობაზე არის საუბარი, სიცრუეა. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს ამ აქტში", - აცხადებს ზალკალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






