,,რუსეთმა მიგვატოვა!" - კორონავირუსი და ამბები აფხაზეთიდან
პოლიტიკა - 22:52, 15 Apr, 2020     299
რა ხდება სოხუმში, დაიწყო თუ არა პანდემია, რას ამბობენ სანაპიროზე გამოსული სოხუმელები, რატომ დაიკეტა მხოლოდ ენგურის ე.წ. საზღვარი და არა ფსოუ?

რა ხერხს მიმართეს რუსეთის მოქალაქეებმა და რატომ გამორბიან აფხაზეთში?

რას მოიმოქმედებს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება - ეს და სხვა ბევრი საინტერესო რეალური ამბები სოხუმიდან სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის", რომლის გამოქვეყნებასაც ვიწყებთ და პერიოდულად მოგაწვდით ამბებს, რა ხდება რეალურად აფხაზეთში, როგორ დახვდებიან მსოფლიო პანდემიას და ვისი მხარდაჭერის იმედი აქვთ მათ, რას ამბობენ უბრალო მოქალაქეები.

პანდემიამ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება შოკში ჩააგდო. მათ ძალიან კარგად იციან, კოვიდთან გამკლავების შანსები თითქმის მინიმუმზეა დასული.

ადგილობრივ მედიაში ჩნდება სტატიები სათაურით - ,,რუსეთმა მიგვატოვა!"

ბლოგერები სოციალურ მედიაში საუბრობენ, რომ რუსეთის შეშინებული მოქალაქეები თავს აფხაზეთს აფარებენ. ეს რაოდენობა საკმაოდ დიდია.

რუსეთის მოქალაქეები პანდემიას გამოექცნენ, თვლიან, რომ აფხაზეთში სადაც კოვიდი არ მძვინვარებს, თავს გადაირჩენენ.

სოხუმის ქუჩები ჯერჯერობით ცარიელი არ არის.

ადამიანები დილას სანაპიროზე მაინც გამოდიან, ზოგი სავარჯიშოდ, ზოგი დომინოს სათამაშოდ და ზოგიც ამბის გასაგებად.

აქ გაიგებ ყველაფერს, რა ხდება აფხაზეთში. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსეთის მისამართით და ერთმანეთს უზიარებრნ ინფორმაციებს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ რუსეთს დახმარებუსთვის მიმართა, მაგრამ მათგან უარი მიიღეს.

ქალაქში ჭორები ვრცელდება, რომ დრანდის სავადმყოფო კოვიდით დაავადებულებით არის სავსე. იგივე ხდება გაგრის საკარანტინო საავადმყოფოშიც.

- რუსები რატომ შემოდიან, აქ რას გვაფარებენ თავს, თუკი ჩვენი დახმარება არ შეუძლიათ.

- შესაძლოა, ფსოუდან შემოსულებმა კორონა გაავრცელონ. იქნებ უკვე არიან დაინფიცირებული?!

- ქართველებმა დახმარება შემოგვთავაზეს. მზად არიან ჩვენი მოქალაქეები ენგურის ხიდზე გადაიყვანონ და თავიანთ კლინიკებში მოათავსონ.

ასეთ დიალოგებს მარტო სანაპიროზე არ მოისმენთ. ჯერჯერობით ბაზარიც ღიაა და მაღაზიებიც. ენგურის ხიდი კი ჩაიკეტა, მაგრამ საფრთხეს სწორედ ფსოუს საზღვარი წარმოადგენს, რომელიც ჯერჯერობით ღიაა.

თუმცა, იმასაც ამბობენ რომ ამ დღეებში აუცილებლად ჩაიკეტება.

არადა ნამდვილად ჯობდა ფსოუ ჩაკეტილიყო და ენგური გაეხსნათ, სადაც ავადმყოფების გადაყვანა უფრო იოლი გახდებოდა.

აფხაზეთის ხელისუფლება შეშინებულია. თუ აქ კოვიდი გავრცელდება, ყველამ იცის, რომ არც საავადმყოფოებია მზად, არც საკმარისი მედიკამენტები გააჩნიათ და არც კვალიფიციური ექიმები ჰყავთ საკმარისი.

ხალხში პანიკა მატულობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42