"რაღაცაზე ბრაზდებით, თქვენს თავს იბრაზებთ, კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით" - გახარია ოპოზიციას
პოლიტიკა - 19:32, 26 Jun, 2020     597

რაღაცაზე ბრაზდებით, თქვენს თავს იბრაზებთ, კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ევროპული საქართველოს" წევრს, გიორგი კანდელაკს.
გახარიას თქმით, ოპოზიციის საუბარი, ემოციები მისთვის არაფერს არ ნიშნავს და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.

“რთულია ეს ყველაფერი, რა, რთულია. თქვენ უბრალოდ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებთ, რომ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, მე აქ რომ ვდგავარ, ჩემს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე ვიაზრებ და თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ასეა. რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა, ვცდილობდი რაღაც შინაარსი მეპოვნა, სამწუხაროდ, ასე მოხდა. უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც რატომღაც, თავის თავს ძირითად ოპოზიციას ეძახის, იმდენად არის შინაარსისგან დაცლილი, რომ მთელი დღის განმავლობაში, მეორე დღეა, მესამე თუ არა უკვე, თემები აქვს: გავრილოვი, ადამიანების ტრაგედიები. ბატონი რატიანი კერზაიების ტრაგედიით სპეკულირებს უკვე მეორე წელია, აქ საერთოდ მორალი სად არის, უბრალოდ არ მისმის. ეს შესაფასებელია თითოეული მოქალაქის და ეს შეფასება საბედნიეროდ, სულ მალე მოხდება და იმედი მაქვს, რომ ამ პარლამენტის ხარისხი, ოპოზიციის მათ შორის, იქნება ცოტა უფრო უკეთესი… აი, თქვენს თავს იბრაზებთ, რაღაცაზე ბრაზდებით, კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, გიპასუხებთ”, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42