თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, აღნიშნული, სარემონტო სამუშაოებთან არის დაკავშირებული:
დღეს, 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა ისნის რაიონში გელათის, დუშეთის, არარატის, არმაზის და პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია ბარათაშვილის, ვეკუას და ფხოვის ქუჩებს გაეთიშება. 11:00-დან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
რაც შეეხება დიდუბის რაიონს, დღეს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა გელოვანის გამზირის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეზღუდება.
"თელასის" ცნობით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






