სუს-ის მედიის საქმიანობაში ჩარევა პოლიტიკური ზეწოლაა - ლანა გალდავა
პოლიტიკა - 15:26, 26 Jun, 2020     983

„უსაფრთხოების სამსახური უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და იყოს მასმედიის დამცველი. ამის ნაცვლად, მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს.“ - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ სარევიზიო კომისიის მდივანმა ლანა გალდავამ განაცხადა.

სუს-ის მიერ ქართველი ჟურნალისტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარება დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით, (მარნეულში თანხის გადახდის სანაცვლოდ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელებასთან დაკავშირებით) „ლელო საქართველოსთვის“ სარევიზიო კომისიის მდივანი ლანა გალდავა პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.

„ სუს-ის მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ჩარევა გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტ ძალოვან უწყებასთან, რომელიც მუდმივად შიშის დასათესად გამოიყენება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმდა, „ფეისბუკის“ მიერ თავისი პლატფორმიდან არაავთენტური ქცევის მიზეზით, 418 ქართული ანგარიშის წაშლა უყურადღებოდ დატოვეს. ასევე დუმილია რუსეთიდან მომავალ კიბერშეტევებზე და არავინ ახსენებს პეტერბურგის ჯგუფს, რომლის მთავარი სამიზნე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დემონტაჟია,“ - განაცხადა ლანა გალდავამ.

„ლელო საქართველოსთვის“ სარევიზიო კომისიის მდივანმა ქვეყნის სამსახურში მყოფ მედიასა და ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასმედიის დამცველად უნდა მოგვევლინოს, სუსი კი არაპროფილურად ერევა მედიის საქმიანობაში.

„ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იმის ნაცვლად, რომ გამოავლინოს ჯაშუშები, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან, ქართველი ჟურნალისტების სადამსჯელო მიზნებით უწყებაში დაბარებით არის დაკავებული. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასმედიის დამცველად უნდა მოგვევლინოს,“ - განაცხადა ლანა გალდავამ.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტების დაბარებით კი არა, ქალაქის მერით უნდა დაინტერესდეს, რომელმაც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დადო სისხლით დაფარული სამი მედიის ლოგოს პოსტერი და სიძულვილის ენით მოიხსენიებს მედიას.

„თანამდებობის პირისთვის მიუღებელია, სიძულვილის ენით დაემუქრო მედიას, რომ ,,ცხვირ-პირში მუშტი მოხვდებათ”. მე რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარმოვადგენდე, სტრუქტურაში შევქმნიდი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სპეციალურ უწყებას, რომლის დანიშნულებაც იქნებოდა არა ქართველი ჟურნალისტების დევნა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების ხედვა. დღეს კი გვაქვს მოცემულობა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტი, რაც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინებაა,“-განაცახადა გალდავამ.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42