ჰაერში კვლავ "კა-გე-ბე"-ს სუნი დატრიალდა! - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 14:47, 26 Jun, 2020     463

„მმართველი პარტიის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა არის ცენზურა! სუს- ის გამოძიებას კი ქვეყნის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.“ - ამის შესახებ პარტია "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება მედია-რეპორტაჟის საფუძველზე, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაკითხვაზე დაბარება და დედაქალაქის მერის და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს ერთადერთი სახელი აქვს: ცენზურა!“ - „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სუს-ის მიერ მედიის წარმომადგენლების დაკითხვას ეხმაურება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სუს-ის გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.

„არაფერი საერთო სუს-ის ამ გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან არ აქვს. ჯერ ერთი, აბსურდული დასაბუთებაა და სამართლებრივი არაკვალიფიციურობა ამ სიუჟეტის საბოტაჟად დანახვა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - სუსი არასდროს რეაგირებს იმაზე, რაც მართლა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ერთი აგენტი არ გამოუვლენიათ ბოლო 8 წლის განმავლობაში და სახელმწიფოსთვის არც ერთი რეალური საფრთხის შემცველი მოვლენის მიმართ არ ჰქონიათ რეაგირება. რუსული რბილი ძალის მომძლავრებაზე, სიცრუის ფეისბუქ-მანქანაზე, რომლის დაფინანსებასა და მართვაში ფეისბუქმა ღიად დაადანაშაულა მმართველი პარტია, ჰაკერულ ვებგვერდზე საქართველოს 5 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემების გამჟღავნებაზე, თი-ბი-სი ბანკზე მომხდარ კიბერ-შეტევაზე „გამოძიება მიმდინარეობს“ და ა.შ.,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, უსაფრთხოების სამსახური არც იმაზე შეშფოთებულა, როცა ღიად დაფიქსირდა ყალბი ანგარიშების და დეზინფორმაციის მანქანის სამიზნე აუდიტორია. ესენი იყვნენ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ავრცელებდნენ ანტი -ამერიკულ ანტი- ნატო ანტი-ევროკავშირულ მესიჯებს. ანა ნაცვლიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ცენზურის მცდელობაზეც საუბრობს და მათ მოუწოდებს, ხელები შორს დაიჭირონ კრიტიკული მედიის და საინფორმაციო ველისგან!

„ხელისუფლება რამდენიმე წელია, მოგუდულად საუბრობს დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ახლა კი ღიად აკეთებს განაცხადს! ეს ცენზურის მცდელობაა ბატონებო და იქ, სადაც ცენზურაა, დემოკრატია ქუდს იხურავს და უკანა კარიდან გადის! საქართველოში ეს ვერ მოხდება, მაგრამ თქვენ რომ კრიტიკულ და ხელისუფლებისგან თავისუფალი აზრის წინააღმდეგ შეტევაზე გადადიხართ, ამით ოლიგარქიული ავტორიტარიზმისკენ კიდევ ახალი და დიდი ნაბიჯი გადადგით,“- აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, როდესაც მედიის მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაცია არღვევს სტანდარტს, ეს თვითრეგულირებით და მედია-ეთიკით უნდა „დაისაჯოს“ და არა სისხლის სამართლის კოდექსით.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42