კრიმინალურ ოპოზიციას ხალხი გამოუტანს განაჩენს არჩევნების გზით - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 10:40, 26 Jun, 2020     506

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულების შესახებ ფასილიტატორების განცხადებები საკმაოდ ხისტია, ამიტომ ოპოზიციას მოუწევს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. მან ამის შესახებ ტვ "იმედის" ეთერში განაცხადა.

„სანამ პირველი კენჭისყრა იქნებოდა და გავრცელდა ფასილიტატორი ელჩების განცხადებები, მაშინ ვთქვი, რომ ოპოზიციას მოუწევდა მოსვლა საკონსტიტუციო ცვლილების პირველ მოსმენაზე და მხარდაჭერა იმიტომ , რომ ფასილიტატორის პოზიცია მაშინ საკმაოდ ხისტი იყო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა და ფასილიტატორთა მოწოდებას დაემორჩილა. მერე უკვე, ისეთი რამ ჩაიდინეს, რომ შევიდოდნენ ჩიხში. მიიჩნიეს, რომ პიარულად საზოგადოების თვალში ეს იყო დათმობა და აე გამოჩნდნენ კარგად, რადგან ამდენი თვის განმავლობაში იტყუებოდნენ,თითქოს იქ წერია, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. აბსოლუტურად საპირისპირო წერია, რომ მართლმსაჯულება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. რაკი ეს ტყუილი გაამყარეს საზოგადოების გარკვეულ წრეებში, გამოუვიდათ მათი აზრით უკან დახევა და უკვე მეორე მოსმენაზე აღარ შემოვიდნენ, რამაც მათგან უკვე შექმნა კრიმინალური ოპოზიცია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კრიმინალურ ოპოზიციას ხალხი გამოუტანს განაჩენს არჩევნების გზით.

„თუ ისინი ირჩევენ ასეთ გეზს, რომელიც მიდის რურუას ლიდერობამდე, კრიმინალებს საბოლოო ჯამში სასამართლო სჯის და კრიმინალურ ოპოზიციას დასჯის ხალხი. ხალხს კი აქვს ერთადერთი ბერკეტი და მექანიზმი - ეს გააკეთოს არჩევნების გზით და დარწმუნებული ვარ, განაჩენიც გამოვა 31 ოქტომბერს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა აბსურდულ მესიჯებს ახმოვანებს და ჰგონიათ, რომ მათ მესიჯებს საზოგადოება დაიჯერებს. „საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მათ გარეშეც მივიღებთ. 92 გარანტირებული ხმა ისევ გარანტრებულად გვექნება და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც მხარი დაუჭირა, არ შეიცვლის აზრს. ანუ ეს ხმები ისევ ექნება კონსტიტუციურ ცვლილებებს. თუმცა მე შევუერთდებოდი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩების მოწოდებას, რომ კიდევ უფრო ფართო კონსენსუსით მივიღოთ ეს ცვლილებები, რაც ზოგადად ქვეყნისთვის არის კარგი",- აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არ არის არჩევნები და არჩევნების გზით წარმატებაზე ზრუნვა. რეიტინგებიდან დაწყებული და საზოგადოებრივი განწყობით გაგრძლებული, რეალობიდან გამომდინარე, ისინი არჩევნების გზით წარმატებას ვერ მიაღწევენ და აქვთ გეგმა" ბე" , რომ რაღაცნაირად, რაც შეიძლება მეტი არგუმენტი შექმნან იმისათვის, რომ დესტრუქციას მიმართონ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42