"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ხვალ, პარლამენტში, პრემიერ გახარიას ანგარიშს დაესწრება.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ "ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წელი და ბუნებრივია, რომ პრემიერთან ოპოზიციას ექნება კითხვები."ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წელი და ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით გამოსვლები და კითხვები". – აღნიშნა სერგო რატიანმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ შეუძლებელია, ენმ არ დაესწროს იმ სხდომას, სადაც აუცილებლად იქნება მხილებული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.
"გახარია არის სარკე, პორტრეტი საქართველოს წარუმატებელი და ჩამონგრეული ეკონომიკისა. ეს არის სახე საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დანაშაულებრივი სისტემების აგებისა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ დავესწროთ იმ სხდომას, სადაც აუცილებლად ვამხელთ მათ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს". – ამბობს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






