ეთიოპიის ერთ-ერთი ტომის წევრ ქალებში უცნაური ტრადიცია, რომელიც ასწლეულებს ითვლის, დღესაც აქტუალური და პოპულაურულია ადგილობრივ აბორიგენ მოსახლეობაში. აღნიშნული ტომის ქალები გათხოვებისა და სასურველი მდიდარი ქმრის მოსახიბლად თავის გალამაზების მეტად უცნაურ ხერხს მიმართავენ- ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში პირს რამდენიმე ნაწილად იჭრიან და იდებენ თიხის თეფშებს.
ქალს რაც უფრო დიდი თიხის ფირფიტის მოთავსება შეუძლია პირში მით მეტად სასურველ საცოლედაა მიჩნეული. სუური ბაალეს ტომის ქალებს, რომლებიც ეთიოპიის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, ქვედა კბილები ამოღებული აქვთ, ხოლოდ ქვედა ტუჩებს ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში ისერავენ, რათა კარგად მოახერხონ პირის არეში დიდი თიხის თეფშის მოთავსება, რომელიც ადგილობრივთა აზრით, მდიდარი მამაკაცებისთვის ძალზე მომხიბვლელ და სექსუალურ ელემენტს წარმოადგენს ქალის გარეგნობაში.
აღნიშნულის შესახებ ბრიტანული მედია აქვეყნებს სტატიასა და ტაილანდელი პროფესიონალი ფოტოგრაფის, სარავუტ ინტარობის მიერ გადაღებულ ფოტოებს, სადაც ასახულნი არიან ქალები, რომლებიც ატარებენ ცხოველების რქებისგან დამზადებულ თავსაბურავებს და პირში მოთავსებულ 50 სანტიმეტრის მქონე გარშემოწერილობის თიხის ფირფიტებს.
ფოტოებზე აგრეთვე ნაჩვენებია ქალები, რომელთაც თიხის თეფშების გამო ჩამოწელილი და დასერილი აქვთ ტუჩები. რაც უფრო დიდია ახალგაზრდა გაუთხოვარი გოგონას პირის ზომა, მით მეტი ძროხის მოთხოვნა შეუძლია მის მამას მზითევად, როდესაც რომელიმე მამაკაცს მის ქალიშვილზე სურს დაქორწინება.





მასალის გამოყენების პირობები






