"ელისაშვილის, ჭიჭინაძის და ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის ინტერესებს ეწინააღმდეგება" - პაატა მანჯგალაძე
პოლიტიკა - 15:52, 25 Jun, 2020     589
"ახალი საქართველოს" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიმართ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მანჯგალაძის თქმით, ელისაშვილის, ჭიჭინაძის და ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევა ივანიშვილის წინააღმდეგ არსებული საერთო ბრძოლის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
მანჯგალაძე ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ახალი საქართველო" არ აპირებს აყვეს სხვა პოლიტიკოსების კრიტიკას, რათა არ დაზიანდეს საერთო ინტერესი.

"სხვა ოპოზიციის ლიდერის კრიტიკით მიიმხრო უკვე არსებული ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი იაფფასიანი, პრიმიტიული ტაქტიკაა, რაც პოლიტიკოსის დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. დასანანია ის როგორც ელისაშვილი , ჭიჭინაძე და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცევა , როცა შანსს არ უშვებენ და თავს ესხმიან ოპოზიციის ახალი თაობის გამორჩეულ ლიდერს გიორგი ვაშაძეს , რაც ბუნებრივია, არ ემსახურება ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის ინტერესებს.ვიდრე ივანიშვილისგან ჩამოწერილი ჭიჭინაძის მსგავსი ოპოზიციონერები გიორგი ვაშაძის კრიტიკას დაიწყებენ, უმჯობესია დაფიქრდნენ რა გაუკეთებია გიორგი ვაშაძეს და რა გაუკეთებიათ მათ და ისე დაიწყონ მასზე საუბარი.ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც არა დაპირისპირებაზე, არამედ ერთიანობასა და აღმშენებლობაზეა ორიენტირებული და ბუნებრივია, საერთო ინტერესიდან გამომდინარე მათ კრიტიკას არ ავყვებით და ამ საკითხზე მეტი დროის დახარჯვას არ ვაპირებთ.გამარჯვების ფორმულა ოპოზიციის მაქსიმალურ კოორდინაციასა და ერთიანობაშია და არა დაპირისპირებასა და კინკლაობაში.ძალა ერთობაშია!" - პაატა მანჯგალაძე "ახალი საქართველოს" გენერალური მდივანი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42