„14 წლისაა და კახეთში დღიურ მიწის დამუშავებაზე მუშაობს იმისთვის, რომ სახლში პური მიიტანოს“ - პატარა ბიჭის უმძმესი ისტორია
სოც.მედია - 14:49, 25 Jun, 2020     1649
სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული სოციალურ ქსელში 14 წლის კახელი ბიჭის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. აკა საზოგადოებას მისი დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ეს ბავშვი არის ნამდვილი გმირი. 14 წლისაა და კახეთში დღიურ მუშად მუშაობს მიწის დამუშავებაზე, იმისთვის, რომ საღამოს სახლში პური მიიტანოს. სახლში ჰყავს უნარშეზღუდული, ფსიქიკური პრობლემებით და-ძმა და ასევე უნარშეზღუდული დედა. მათთვის მუშაობს, რომ ზოგჯერ მაინც ჰქონდეთ საჭმელი. ნუგო ქვია და მაგარი ბიჭია, მაგრამ ძალიან ჭირს არსებობა. ბავშვებს ტანზე ჩასაცმელიც არაფერი აქვთ და სახლში მართლა საშინელება ხდება.

თბილისის შემდეგ, დავიწყეთ საჭმელის დარიგება კახეთში და ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც მართლა ყოველ დღეს შიმშილობენ. გაჩერებულია სამუშაოები და ადამიანებმა შვილებს რა აჭამონ მართლა არ იციან. ძალიან ბევრი ოჯახია ასე და ჩვენც სათითაოდ მივალთ ყველგან, რომ სანამ ეს დამპალი პანდემია დამთავრდება, უბრალოდ საჭმელი მაინც ჰქონდეთ ბავშვებს და მოხუცებს, რომლებსაც, ბევრს მომკითხავიც კი აღარ ჰყავს.

კახეთში ვართ და ვეხმარებით ყველას, რამდენსაც შევძლებთ და რამდენის საშუალებაც გვექნება. მოგვეხმარეთ რა ვისაც რა შეგიძლიათ, მშიერი და ავადმყოფი ბავშვების ყურებაზე საშინელება საერთოდ არაფერი არ არსებობს. ვისაც პირადად ნახვა გნებავთ, ოჯახების მისამართებზე დამირეკეთ ჩემს ნომერზე, ინფოში მიწერია. ვინც მიცნობთ, მოგვეხმარეთ რითიც შეძლებთ, ნუგოსთვის და სხვა ბავშვებისთვის. გაგვივრცელეთ ეს ამბავი რა, რაც შეიძლება ბევრგან უნდა მივიდეთ.ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი#GE35BG0000000144817300აკაკი სინჯიკაშვილითიბისიბანკი#GE90TB7603845061100016თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"PayPal - Sinjikashvili@gmail.comუცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashviliაბა ჩვენ ვიცით.#სიკეთეგადამდებია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42