საპატრიარქო „იდენტობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ "იდენტობა" სექსუალური უმცირესობების დამცველი ორგანიზაციაა, რამაც შესაძლოა, თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" განაცხადა, რომ სურვილი აქვთ და უკვე შემოწირულობის შეგროვებაც დაიწყეს მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად.
"იდენტობა" ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი "მზრუნველობის" ქვეშ მოქცეულ არასრულწლოვნებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნას წახალისებული ან, დიდი ალბათობით, ისინი ამგვარი ორიენტაციის მიმდევრები გახდნენ, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული – პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას წარმოადგენს.
ეს კი მიუღებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ "იდენტობის" შეხედულებისამებრ - დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებასა და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






