თავისუფლება 100 000 ლარად - ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავეს
სამართალი - 13:16, 25 Jun, 2020     1261

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი გ.ჩ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, სადაც დაიწყო გამოძიება, დაიგეგმა და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენაში მხილებული ზემოხსენებული ადვოკატი.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ადვოკატ გ.ჩ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურამ, მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42