ჟურნალისტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13:00 საათზეა დაბარებული.
კილაძე ვარაუდობს, რომ სუს-ში დაბარება უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას მიერ "იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
ოლეგ დეინეკა ირწმუნება, რომ მასთან კონტაქტი ჰქონდათ გარკვეულ ადამიანებს, რომლებსაც გაბუნია ახალ პოლიტიკურ ლიდერად უნდა წარმოეჩინათ. გაბუნიას პრესსპიკერი კი კილაძე უნდა ყოფილიყო.
"დეინეკას ჩემთვის მიმდინარე წლის 6 მარტს გამოგზავნილია ქვს სმს. მწერს, რომ ქართულ-უკრაინული მედია პროექტის ფარგლებში უნდა ჩემთან დაკავშირება და მთხოვს საკონტაქტო ტელეფონს. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის განცხადება, რაც მან "იმედის" ეთერში გააკეთა, ეს შეტყობინება და ჩემთან დაკავშირების მცდელობა. მე მაინც მგონია, რომ ეს გახლავთ რუსული ვერსია, რომ გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის ისრები გადაიტანონ კადიროვიდან აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, სავარაუდოდ ალბათ, უკრაინის ქართული დიასპორის მიმართულებით", - ამბობს "ქრონიკა +"-ის რედაქტორი.
შეგახსენებთ, რომ ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზეა დაკავებული. უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებაში გიორგი გაბუნიას სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია. სუს-ში დღეს ამავე საქმესთან დაკავშირებით "ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძეც გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






