თბილისის მოქმედი პროკურორის მეუღლე 1995 წლის ტერაქტისთვის იძებნებოდა
შენი რეპორტაჟი - 19:08, 13 Nov, 2013     12363

გუშინ გაზეთმა „ალიამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ მთავარი პროკურორის მოადგილესთან ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად გადადგომა გადაწყვიტა თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმაც.

ლაშა ნაცვლიშვილმა გუშინვე, ხოლო მაია მწარიაშვილმა დღეს ეს განცხადება უარყვეს. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ არ გადამდგარა და მისი გადაწყვეტილებების შესახებ მხოლოდ პროკურატურის ვებგვერდზე დაყრდნობა ურჩია ჟურნალისტებს, მაია მწარიაშვილმა კი აღნიშნა, რომ სამსახურში ჩვეულებრივად დადის და თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს:

„არა, ტყუილია, რასაკვირველია. ჩვეულებრივად დავდივარ სამსახურში,“- განაცხადა მწარიაშვილმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში.

ამის მიუხედავად,ფაქტია, რომ მაია მწარიაშვილის შეცვლაზე სამთავრობო კულუარებში აქტიურად საუბრობენ. განხეთქილების მიზეზი ამჯერად ისაა, რომ გახმაურდა თბილისის პროკურორის მეუღლის კრიმინალური წარსული, რაზეც სოციალურ ქსელებში ხშირად მიანიშნებენ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მაია მწარიაშვილის მეუღლე ვლადიმირ ომარის-ძე კიკნაძე ედ. შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ იძებნებოდა. 1995 წელს, ტერორისტული აქტის შემდეგ ქვეყნიდან გასული ვლადიმირ კიკნაძე ტერაქტამდე ედუარდ შევარდნაძის პირადი დაცვის წევრიც იყო.

ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ კიკნაძე იგორ გიორგაძესთან დაახლოებული პირია და 1995 წელს, ტერაქტის შემდეგ, უკრაინას აფარებდა თავს, სადაც პირველად დაქორწინდა. უკრაინელი მეუღლისგან მას შვილიც ჰყავს.

მოგვიანებით, 2000-იანი წლების დასაწყისში ვლ. კიკნაძეს ძებნილის სტატუსი გააუქმდა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და მაია მწარიაშვილზე დაქორწინდა. დაქორწინებამდე წყვილი მეგობრობდა.

არსებული ინფორმაციით, მისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნა მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის შალვა ჯანაშვილის დამსახურებაა, თუმცა, მაია მწარიაშვილის თანამდებობიდან გაშვება ტავად ბიძინა ივანიშვილს გადაუწყვეტია და ამ გადაწყვეტილების წინაშე, როგორც კულუარებში ამბობენ, თავად შალვა ჯანაშვილიც უძლურია.

"ნიუპოსტის" შენიშვნა: რუბრიკაში "შენი რეპორტაჟი" მკითხველის მიერ გამოქვეყნებული ეს მასალა დაშვებულია გამოსაქვეყნებლად რედაქციის მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42