"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით და ეს "ოცნებისთვის" ძალიან კარგია.
მისი თქმით, ამ ფონზე, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია იმ მოცულობითაც ვერ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, როგორც დღეს არის.
„სანამ ხელისუფლება არის დაკავებული საქმის კეთებით, პანდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური და ეკონომიკური კუთხით და ამასობაში, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით. ისინი ერთმანეთს ჭამენ პარტიებში, პარტიებს გარეთ, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან არიან ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია საბოლოო ჯამში იმ მოცულობითაც ვერ იქნება ამ ფონზე მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, რა ფორმითაც დღეს არის. შესაბამისად, გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის,"- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






